ქარ­თუ­ლი სუ­პერ ავ­ტო­მო­ბი­ლი - იქ­ნე­ბა, თუ - არა?
26 დეკემბერი, 2014
5788
print

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა მოჰ­ყ­ვა. ეს რა არის? ვინ აკე­თებს? რო­დის იქ­ნე­ბა? რა ერ­ქ­მე­ვა? და ასე შემ­დეგ - ეს ის კითხ­ვე­ბია, რომ­ლებ­საც გა­მოხ­მა­უ­რე­ბებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ნა­ხავთ. ვინც იცის, რა და ვი­სი ქმნი­ლე­ბაა, ავ­ტორს წარ­მა­ტე­ბებს უსურ­ვებს!

მაშ ასე: ავ­ტო­რი გო­ჩა ქსოვ­რე­ლია, თვით­ნას­წავ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, ვის ხელ­სა და გო­ნე­ბა­საც რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ტუ­ნინგ პრო­ექ­ტი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ამ­ჯე­რად, კი­დევ ერ­თხელ, ერ­თი ნა­ბი­ჯის წინ გა­დად­გ­მას და სუ­პერ ავ­ტო­მო­ბი­ლის შექ­მ­ნას ცდი­ლობს. ამა­ში მას ერთ-ერ­თი სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ეხ­მა­რე­ბო­და, რო­მელ­მაც სა­ხე­ლოს­ნო მო­უწყო და სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბით და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით მო­ა­მა­რა­გა.

პრო­ექ­ტი სუ­პერ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ჟან­რის შე­სა­ბა­მი­სა­დაა და­გეგ­მი­ლი. ავ­ტო­მო­ბი­ლის მზი­დი სტრუქ­ტუ­რა ფო­ლა­დის მი­ლე­ბის­გან შეკ­რუ­ლი მო­ნო­კო­კია, რო­მე­ლიც კომ­პო­ზი­ცი­უ­რი მა­სა­ლით გაძ­ლი­ერ­დე­ბა. ძა­რაც კომ­პო­ზი­ტე­ბით (კარ­ბო­ნის ან შუ­შის ბოჭ­კოს სა­ფუძ­ველ­ზე) დამ­ზად­დე­ბა. შე­თან­წყო­ბაც სუ­პერ ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ფე­რი­სია - ძრა­ვი ბა­ზა­ში, უკა­ნა ღერ­ძ­სა და სა­ლონს შო­რის მო­თავ­ს­დე­ბა და მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლით უკა­ნა ბორ­ბ­ლებს მო­ა­მა­რა­გებს. ინ­ტე­რი­ე­რი ორად­გი­ლი­ა­ნია, „თო­ლი­ას ფრთის" სტი­ლის კა­რე­ბით, რომ­ლე­ბიც წი­ნა მხრით მაგ­რ­დე­ბა და უკა­ნა ნა­წი­ლით ზე­ვით იწე­ვა.

ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ბა­რი­ტე­ბია: სიგ­რ­ძე 4180 მი­ლი­მეტ­რი, სი­გა­ნე 2000 მი­ლი­მეტ­რი, სი­მაღ­ლე 1040 მი­ლი­მეტ­რი. ბორ­ბ­ლებს შო­რის ბა­ზა 2500 მი­ლი­მეტ­რია. მსუ­ბუ­ქი მა­სა­ლე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის წყა­ლო­ბით, ავ­ტო­მო­ბი­ლის წო­ნა 900 კი­ლოგ­რამ­ზე მე­ტი არ უნ­და იყოს. ის 18-დუ­ი­მი­ან ბორ­ბ­ლებ­ზე დად­გე­ბა, რომ­ლე­ბიც სპორ­ტუ­ლი სა­ბუ­რა­ვე­ბით შე­ი­მო­სე­ბა.

ძრა­ვია „ალ­ფა რო­მე­ოს" 3.0-ლიტ­რი­ა­ნი V6, რო­მე­ლიც ტურ­ბო კომ­პ­რე­სო­რით აღი­ჭურ­ვე­ბა. მი­სი სიმ­ძ­ლავ­რე 400 ცხე­ნის ძა­ლას მი­აღ­წევს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მის ყო­ველ ცხე­ნის ძა­ლას, მხო­ლოდ 2.25 კი­ლოგ­რა­მის „თრე­ვა" მო­უ­წევს, რაც კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ცნო­ბი­სათ­ვის, რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ, ეს ძრა­ვი (და მი­სი ვა­რი­ა­ცი­ე­ბი) ბრი­ტა­ნულ კომ­პა­ნია „კო­სუ­ორტს", რო­მე­ლიც სარ­ბო­ლო (მათ შო­რის, ფორ­მუ­ლა ერ­თის) ძრა­ვე­ბის წარ­მო­ე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი, იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, რომ „ალ­ფა რო­მე­ოს­გან" მი­სი სა­წარ­მოო ხა­ზის შეს­ყიდ­ვა სურ­და, მაგ­რამ იტა­ლი­ურ­მა კომ­პა­ნი­ამ უარი უთხ­რა. ძრავ­თან წყვილ­ში 6-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი მე­ქა­ნი­კუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფი იმუ­შა­ვებს.

პრო­ექ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, ამ ავ­ტო­მო­ბი­ლის შეკ­ვე­თე­ბით წარ­მო­ე­ბა იგეგ­მე­ბა. ფას­ზე ლა­პა­რა­კი ჯერ ნა­ად­რე­ვია, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, ის 30 000 დო­ლარ­ზე მე­ტი არ იქ­ნე­ბა. ავ­ტო­მო­ბი­ლის აწყო­ბის შემ­დეგ, მას ტეს­ტე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბა და დი­ნა­მი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბიც მა­შინ და­ზუს­ტ­დე­ბა. ამ­ჟა­მად პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი - ავ­ტო­მო­ბი­ლის სკულ­პ­ტუ­რის შექ­მ­ნა და მატ­რი­ცე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად მი­სი მომ­ზა­დე­ბა თით­ქ­მის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მაგ­რამ... არაა გა­მო­რიცხუ­ლი, რომ პრო­ექ­ტი აღარ გაგ­რ­ძელ­დეს... და ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო იქ­ნე­ბა!

საქ­მე ისაა, რომ პრო­ექტს მი­სი მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ფი­ნან­სე­ბას უწყ­ვეტს. ეს მა­შინ, რო­ცა ავ­ტო­მო­ბი­ლის შექ­მ­ნის პრო­ცე­სის, უხე­შად რომ ვთქვათ, მე­სა­მე­დი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. არაა გა­მო­რიცხუ­ლი, რომ მატ­რი­ცე­ბის აღე­ბაც ვერ მო­ხერ­ხ­დეს და თუ ასე მოხ­და, რა­საც ამ ფო­ტო­ებ­ზე ხე­დავთ, გა­ნად­გურ­დე­ბა. და ქარ­თუ­ლი სუ­პერ ავ­ტო­მო­ბი­ლი ისევ ვერ და­ი­ბა­დე­ბა...

lika andiashvili