„GLE კუ­პე" - „მერ­სე­დე­სის" პა­სუ­ხი „ბე­ემ­ვე X6-ს"
19 დეკემბერი, 2014
5673
print

„მერ­სე­დეს-ბენ­ც­მა" თა­ვი­სი სრუ­ლი­ად ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, სპორ­ტუ­ლი ქრო­სო­ვე­რი „GLE კუ­პე" გაგ­ვაც­ნო, რომ­ლი­თაც კონ­კუ­რენ­ცი­ას „ბე­ემ­ვეს" პო­პუ­ლა­რულ X6-ს გა­უ­წევს. თა­ვი­სი „გა­მოც­დი­ლი" კონ­კუ­რენ­ტის მსგავ­სად, ახალ სამ­ქი­მი­ან­საც უკ­ნის­კენ დახ­რი­ლი სა­ხუ­რა­ვი გა­მო­არ­ჩევს. ის ახა­ლი ML-ის კლა­სის უგ­ზო­ო­ბის მო­დე­ლის ბა­ზა­ზეა დამ­ყ­ნო­ბი­ლი, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი წლი­დან GLE-ს სა­ხე­ლით გა­ი­ყი­დე­ბა.

„მერ­სე­დეს-ბენ­ცის" ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი „კონ­ცეპტ კუ­პეს" სტილ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ პე­კი­ნის ავ­ტო სა­ლონ­ზე გვიჩ­ვე­ნა. რა თქმა უნ­და, ზო­გი რამ შე­იც­ვა­ლა. მა­გა­ლი­თად, სე­რი­ულ ავ­ტო­მო­ბილ­ზე არ გა­და­ი­ნაც­ვ­ლა უკა­ნა მთლი­ან­მა ფა­რებ­მა. სე­რი­ულ მო­დელ­ზე მათ, ისე­ვე რო­გორც წი­ნა ფა­რებს, და­ახ­ლო­ე­ბით „S-კლას კუ­პეს" ფა­რე­ბის ფორ­მა აქვთ.

გა­რეგ­ნუ­ლად, ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ბა­ზო სა­შუ­ა­ლო ზო­მის უგ­ზო­ო­ბის მო­დე­ლის­გან ძლი­ერ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, თუმ­ცა ინ­ტე­რი­ე­რის მხრივ, ისი­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად იდენ­ტუ­რია. სი­ახ­ლეა ელექ­ტ­რო­ნი­კის მარ­თ­ვის ახა­ლი გა­დამ­რ­თ­ვე­ლე­ბი და ცენ­ტ­რა­ლუ­რი კონ­სო­ლის ზე­და ნა­წილ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ზორ­ბა სენ­სო­რუ­ლი ეკ­რა­ნი, რო­მე­ლიც ინ­ფო­ტა­ინ­მენტ სის­ტე­მა „კო­მან­დის" ნა­წი­ლია. და რა თქმა უნ­და, სა­ლო­ნის უკა­ნა ნა­წილ­ში, სა­ხუ­რა­ვი ცო­ტა და­ბა­ლია, რაც მაღ­ლე­ბის­თ­ვის მცი­რე უხერ­ხუ­ლო­ბას შექ­მ­ნის.

მარ­თა­ლია, „GLE კუ­პე" იმა­ვე შა­სი­ზეა ბა­ზი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ML, მაგ­რამ მო­დი­ფი­კა­ცია ჩა­უ­ტარ­და მის სა­კი­დარს, სა­ჭის სის­ტე­მას და ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მებს, რაც ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თ­ვა­დო­ბას და აღ­ქ­მას აუმ­ჯო­ბე­სებს. ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ბა­რი­ტე­ბია: სიგ­რ­ძე 4 900 მი­ლი­მეტ­რი, სი­გა­ნე 2 003 მი­ლი­მეტ­რი, სი­მაღ­ლე 1 731 მი­ლი­მეტ­რი. ბორ­ბ­ლებს შო­რის ბა­ზა კი 2 915 მი­ლი­მეტ­რია.

ავ­ტო­მო­ბი­ლის ძრა­ვე­ბის გა­მა­ში ბენ­ზი­ნის ორი და დი­ზე­ლის ერ­თი აგ­რე­გა­ტი შე­ვი­და. სა­მი­ვე ძრავ­თან 9-სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რი გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფი „9G-ტრო­ნი­კია" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ­ლის­გა­ნაც მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლას ოთხი­ვე ბორ­ბალს მუდ­მი­ვი მო­დე­ბის მქო­ნე სრულ ამ­ძ­რა­ვი­ა­ნი სის­ტე­მა „9G-მა­ტი­კი" უნა­წი­ლებს. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ტრან­ს­მი­სია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლა­დაა მო­მარ­თუ­ლი.

სა­მი­ვე ძრა­ვი 3.0-ლიტ­რი­ა­ნია. მათ­გან ბენ­ზინ­ზე მო­მუ­შა­ვე აგ­რე­გა­ტებს წყვი­ლი ტურ­ბო კომ­პ­რე­სო­რი ემ­სა­ხუ­რე­ბა, დი­ზელს კი - მხო­ლოდ ერ­თი. სა­მი­ვეს V6 არ­ქი­ტექ­ტუ­რა აქვს. დი­ზე­ლის აგ­რე­გა­ტი 258 ცხე­ნის ძა­ლას და 620 ნი­უ­ტონ­მეტრს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს. ამ აგ­რე­გა­ტით აღ­ჭურ­ვი­ლი ვერ­სი­ის ინ­დექ­სია GLE 350 d. ბენ­ზი­ნის 3.0-ლიტ­რი­ა­ნი წყვილ ტურ­ბო­ი­ა­ნი V6-ის სიმ­ძ­ლავ­რე 333 ცხე­ნის ძა­ლაა, მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­მენ­ტი კი - 480 ნი­უ­ტონ­მეტ­რი. ამ აგ­რე­გა­ტით აღ­ჭურ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის ინ­დექ­სია GLE 400.

დე­ბი­უ­ტის მო­მენ­ტ­ში ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ვერ­სია GLE 450 AMG იქ­ნე­ბა. მი­სი 3.0-ლიტ­რი­ა­ნი წყვილ ტურ­ბო­ი­ა­ნი V6 (რა თქმა უნ­და ბენ­ზი­ნის) 367 ცხე­ნის ძა­ლას და 520 ნი­უ­ტონ­მეტრს იძ­ლე­ვა. პირ­ველ ორ ვერ­სი­ა­ზე, წი­ნა და უკა­ნა ბორ­ბ­ლებს შო­რის მო­მენ­ტი 50:50-ზე პრო­პორ­ცი­ით ნა­წილ­დე­ბა. GLE 450 AMG-ზე კი მო­მენ­ტის 60 პრო­ცენტს უკა­ნა ბორ­ბ­ლე­ბი ღე­ბუ­ლობს. ამა­ვე ვერ­სი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა სის­ტე­მა „და­ი­ნე­მიკ სე­ლექ­ტი", რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის სხვა­დას­ხ­ვა კვან­ძებს და სის­ტე­მებს, ხუთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ რე­ჟიმ­ში ამუ­შა­ვებს. ესე­ნია: ინ­დი­ვი­დუ­ა­ლი, კომ­ფორ­ტი, სლი­პე­რი, სპორ­ტი და სპორტ პლუს.

ვერ­სია GLE 450 AMG ასე­ვე სპე­ცი­ფი­კურ აერო­დი­ნა­მი­კურ კიტ-კომ­პ­ლექტს მი­ი­ღებს, რო­მელ­შიც წი­ნა და უკა­ნა ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი წინ­საფ­რე­ბი და უკა­ნა მომ­ც­რო სპო­ი­ლე­რი შე­დის. ავ­ტო­მო­ბი­ლი 21-დუ­ი­მი­ან ბორ­ბ­ლებ­ზე დგას, რო­მელ­თა­გან წი­ნე­ბი 275/45 R 21, უკა­ნე­ბი კი 315/40 R 21 ზო­მის სა­ბუ­რა­ვე­ბი­თაა შე­მო­სი­ლი. ოპ­ცი­ის სა­ხით კი მყიდ­ველს ასე­ვე 22-დუ­ი­მი­ან ბორ­ბ­ლებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ, 285/40 R 22 (წინ) და 325/35 R 22 (უკან) ზო­მის რე­ზი­ნით.

მო­მა­ვალ­ში ასე­ვე იგეგ­მე­ბა კი­დევ უფ­რო ტემ­პე­რა­მენ­ტი­ან ვერ­სია GLE 63 AMG-ს გა­მოშ­ვე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კუ­რენ­ცი­ას „ბე­ემ­ვე X6M-ს" გა­უ­წევს. ეს ავ­ტო­მო­ბი­ლი 5.5-ლიტ­რი­ა­ნი წყვილ ტურ­ბო­ი­ა­ნი V8 ძრა­ვით აღი­ჭურ­ვე­ბა, რომ­ლის სიმ­ძ­ლავ­რეც 570 ცხე­ნის ძა­ლაა.

lika andiashvili
ტეგები