დათვის ორი ბელი ვაზისუბანში დაიჭირეს
14 ივნისი, 2015
35781
print

ვაზისუბნის მესამე მიკრორაიონის, მე-15 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე პატარა ბაღში დათვის ორი ბელი დაიჭირეს. ეს მოხდა, დაახლოებით 16 საათზე. ისინი შემთხვევით შეამჩნიეს „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ თანამშრომლებმა, რომლებიც ახლომდებარე ველზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ.

ბელები მდევრებს გამოექცნენ და ბაღს შეაფარეს თავი. ბელები მართლაც დათვურად იცავდნენ თავს, ბღაოდნენ და გააფთრებით იქნევდნენ პატარა ტორებს, მაგრამ  ერთ-ერთი ცისფერფორმიანი  თანამშრომლის გამბედაობას წინ მაინც ვერ აღუდგნენ და თუნუქის ყუთში ამოყვეს თავი.  მოსახლეობამ კარგად იხალისა, განსაკუთრებით ბავშვები გაერთნენ. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“  იმ ყოჩაღმა თანამშრომელმა კი პატრულისაგან ქება-დიდებაც დაიმსახურა, კაცი ყოფილხარ ძმაოო. ვაზისუბმელებს ახლა ის აინტერესებთ, სად არის დედა დათვი.   

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
09 თებერვალი 03:27 საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს განცხადება
14 სექტემბერი, 2016 ნავთლუღის ღამის საარჩევნო სიზმრები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო