24saati

მთავარი გვერდი » ახალი ამბები »

ზურაბ პოლოლიკაშვილი ბაჰრეინის სამეფოში იმყოფება

09 მარტი 2010

ეკონომიკური განვითარების  მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი,   დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური  ვიზიტით  ბაჰრეინის  სამეფოში  იმყოფება.

როგორც “ინტერპრესნიუსი” ეკონომიკის სამინისტროდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, მინისტრი უკვე შეხვდა  ბაჰრეინის  სამეფოს  ფინანსთა  და  ეროვნული  ეკონომიკის  მინისტრს, შეიჰ აჰმედ ბინ  მუჰამედ ალ-ხალიფას.

ქართულმა დელგაციამ, მინისტრთან ერთად, შეხვედრები გამართა სავაჭრო-სამრეწველო  პალატის  წევრებთან  და  კომპანიების  წარმომადგენლებთან.

ეკონომიკის სამინისტროს ვიზიტის  მიზანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოში ბაჰრეინიდან ინვესტიციების მოზიდვა.

2008  წელს  ბაჰრეინის სამეფო მსოფლიოს ყველაზე მზარდ  ფინანსურ  ცენტრად  დასახელდა. სპარსეთის ყურის  სხვა  ქვეყნებთან  შედარებით ბაჰრეინს  ყველაზე  ნაკლები ნავთობი აქვს,  თუმცა, მისი ექსპორტის  60 პროცენტი  მაინც  ნავთობსა  და  ნავთობპროდუქტებზე  მოდის. ქვეყანაში  კარგად არის განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, საბანკო  სექტორი და  ტურიზმი.  ბაჰრეინში ყოველწლიურად  8  მილიონზე  მეტი  ტურისტი  ჩადის.