24saati

მთავარი გვერდი » ახალი ამბები »

თინა ხიდაშელს ლევან გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ ზედმეტად მიაჩნია

09 მარტი 2010

თინა ხიდაშელს, საარჩევნო პროცესში ლევან გაჩეჩილაძის ჩართვამდე, ამ თემაზე კომენტარი ზედმეტად მიაჩნია.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ “რესპუბლიკელების” ერთერთმა ლიდერმა დღეს  ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ეს არ არის იმ ტიპის განცხადება, რომლზეც  კომენტარი უნდა გავაკეთო”, - აღნიშნა ხიდაშელმა. 

კითხვას, არის თუ არა მნიშვნელოვანი არჩევნებში “დაიცავი საქართველოს” ლიდერის მონაწილეობა, ხიდაშელი აცხადებს, რომ ეს ფაქტი მნიშვნელოვანია მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძისთვის.

“გაჩეჩილაძისთვის ნებისმიერი ხასიათის საარჩევნო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ეს მნიშვნელოვნი იქნებოდა ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი კერძო პირის არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია სხვებისთვისაც”, - მიიჩნევს თინა ხიდაშელი. 

მისივე თქმით, “ალიანსმა” დაასრულა მოლაპარკებების პროცესი სხვა პოლიტიკურ ძალებთან და უკვე საარჩევნო რეჟიმზე გადავიდა.