24saati

მთავარი გვერდი » ახალი ამბები »

"ქრისტიან-დემოკრატები" დევნილებისთვის გამოყოფილი თანხის გაფლანგვაზე საუბრობენ

09 მარტი 2010

"ქრისტიან-დემოკრატები" დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ პუნქტებში სარემონტო სამუშაოების დროს თანხის გაფლანგვაზე საუბრობენ.

ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებული საცხოვრებლების გასარემონტებლად თანხები ბიუჯეტიდან გამოიყო, თუმცა ჩატარებული სამუშაოების უხარისხოა.

‘’ინტერპრესნიუსის’’ ინფორმაციით, თარგამაძემ განსაკუთრებული ყურადღება სენაკზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით, იგივე მდგომარეობაა ხონშიც.

"არსებობს ეჭვი, რომ თანხები გაიფლანგა", – განაცხაად თარგამაძემ და დასძინა, რომ მისმა ფრაქციამ  გაწეული სამუშაოების შემოწმების მიზნით უკვე მიმართა კონტროლის პალატას.

"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერს ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა. მან სენაკისა და ხონის მაჟორიტარებს მოუწოდა, ვითარებას გაეცნონ და პარასკევს  განცხადება გააკეთონ.

თუმცა, სენაკისა და ხონის მაჟორიტარები "ქრისტიან-დემოკრატებს" დღესვე გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ამ ადგილებში საგანგაშო მდგომარეობა წლების წინ იყო, "ქრისტიან-დემოკრატებმა" მდგომარეობა რეალურად უნდა შეაფასონ და არა  - პოპულისტურად.