24saati

მთავარი გვერდი » ახალი ამბები »

თინა ხიდაშელი საარჩევნო სიაში აღმოჩენილი სისტემური ნაკლოვანებების შესახებ საუბრობს

09 მარტი 2010

თინა ხიდაშელი საარჩევნო სიის ანალიზის შედეგად გამოვლენილი სისტემური ნაკლოვანებების შესახებ საუბრობს.  

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, “რესპუბლიკელების” ერთერთმა ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე და საარჩევნო სიაში არსებულ უზუსტობებზე ისაუბრა.

“ჩვენ გადმოგვცა ცესკო-მ სააარჩევნო სიის ის ვერსია, რომლის მოპოვებასაც  სამი წლის განმავლობაში ვითხოვთ. ეს გალხავთ საარჩევნო სიები დალაგებული ამომრჩეველთა რეგისტრაციის მიხედვით; სწორედ ამ სიებში გამოვლენილია სამი სისტემური უზუსტობა, რომელიც ადასტურებს, რომ საარჩევნო სიები ხელოვნურად არის გაბერილი”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, სიაში არსებობს დუბლირებული ჩანაწერები, რაც ნიშნავს, რომ მოქალაქის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მისამართი იდენტურია, თუმცა მისამართის ნაწილში, მაგალითად, ერთ შემთხვევაში ბინა და ნომერი აღნიშნულია სიტყვიერად ანუ “ბინა” და “ნომერი”, ხოლო მეორე შემთხვევაში წერია მხოლოდ “ბ” –სიტყვა ბინის  აღსანიშნავად და ნომერი, სხვა ყველა პარამეტრი კი იდენტურია, თუმცა ერთიან საარჩევნო სიაში ეს იკითხება, როგორც  სხვადასხვა მისამართები. 

მეორე დარღვევა, თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ეს არის ე.წ. მრავალხმიანი მისამართები.

“ჩვენ სწორედ ასე ვუწოდებთ იმ სახლებს, სადაც რეგისტრირებულია ამომრჩეველთა არაბუნებრივად დიდი რაოდენობა. მხოლოდ თბილისში ჩვენ მიერ აღმოჩენილია 3 600 ასეთი ბინა”, - აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე ინფორმაციით, გამოვლენილია მისამართები, სადაც  2008 წლის შემდეგ  2010 წლამდე ამომრჩეველთა რაოდენობა არაბუნებრივად მაღალი ტემპით გაიზარდა. “მაგალითად ერთერთ მისამართზე რეგისტრირებული იყო ვთქვათ, 8 ამომრჩეველი, ხოლო დღეისათვის ამავე მისამართზე რეგირსტრირებულია  150 ამომრჩეველი,”- აღნიშნა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ამომრჩევლის რაოდენობა დღეისთვის უფრო მეტია საქართველოში, ვიდრე მთლიანად სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ აღწერილი მოსახლეობის რაოდენობა.

  საარჩევნო სიების ანალიზზე დაყრდნობით, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ 2010 წელს  ორ დღეში საარჩევნო სიას მხოლოდ 3 ათას 106 ადამიანი დაემატა.

“ჩვენი ამოცანაა, მისამართებზე ყველა ხელოვნურად მიწერილი ადამიანი  გამოვავლინოთ. ჩვენ ამ ადამიანთა ნუსხას უკვე  16 მარტს წარვუდგენთ საზოგადოებას, ხოლო მარტის ბოლოს ცესკო-საც გადავცდემთ”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.