თინა ხიდაშელი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რომში დავით უსუფაშვილის, დავით გამყრელიძისა და შს ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის შეხვედრა იგეგმება.
“რესპუბლიკელების” ერთერთი ლიდერის თქმით, ის იტალიაში მიემგზავრება დავით უსუფაშვილთან ერთად, თუმცა რომში ევროპის “ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” ყრილობას უნდა დაესწრნონ.
“ჩვენ ხვალ მივდივართ კონკრეტული საქმისთვის. ნამდვილად მივემგზავრებით რომში, თუმცა არ ვიცით, საიდან არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იქ დაგეგმილია უსუფაშვილის, გამყრელიძისა და თარგმაძის შეხვედრა. ეს არის სრული სიცრუე. რომში მიდიან არა დავით უსუფაშვილი და დავით გამყრელიძე, არამედ მივდივართ მე და დავით უსუფაშვილი. რაც შეეხება კახა თარგამაძეს, მისი ასავალ-დასავალი ჩვენთვის უცნობია”, – განმარტა თინა ხიდაშელმა.