ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე “საქართველოს დემოკრატიული პარტიის” მაჟორიტარი კანდიდატი საბურთალოს ერთ_ერთ საარჩევნო ოლქში მიხეილ გომიაშვილი იქნება.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გია თორთლაძემ საქართველოს კინოს აკადემიის რექტორი, კინოსა და თეატრის მსახიობი მიხეილ გომიაშვილი ოფიციალურად წარადგინა.
როგორც თავად მიხეილ გომიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკრებულოში მისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული იქნება კინოსა და თეატრის საკითხები, მაგრამ ამასთან ერთად, იზრუნებს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის ყოველმხრივ გაუმჯობესებაზე.
“დაპირებებს არ ვარიგებ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს”, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე მიხეილ გომიაშვილმა.
მისივე თქმით, პარტიისთვის აქტუალური იქნება ქალაქის იერსახის გაუმჯობესება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები.
“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, პარტია თვითმმართველობის არჩევნებში სხვა კანდიდატებს უახლოეს ხანში წარადგინეს. პარტიამ უკვე წარადგინა ვაკეში გიორგი გურგულია და საბურთალოს ერთ_ერთ ოლქში – გიორგი ღლონტი.