24saati

მთავარი გვერდი » ახალი ამბები »

“თეთრებმა” პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციები დაიწყო

09 მარტი 2010

პოლიტიკური მოძრაობა “თეთრების” ინიციატივით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი”  “თეთრების” პრესსამსახურიდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, მოძრაობის ლიდერი თემურ შაშიაშვილი აღნიშნულ საკითხზე უკვე შეხვდა “ალიანსის” ლიდერს ირაკლი ალასანიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

“ირაკლი ალასანიას განწყობა პოზიტიურია, ოპოზიციური სპექტრი საუბრობს იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის აუცილებლობაზე’’, - აცხადებს შაშიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 5 მარტს, ავლაბრის რეზიდენციასთან გამართულ ბრიფინგზე თემურ შაშიაშვილმა პრეზიდენტი “ღირსების ულტიმატუმის” უგულევბელყოფაში დაადანაშაულა და მოსახლეობას მოუწოდა, სააკაშვილის იმპიჩმენტი მოითხოვოს.