24saati

მთავარი გვერდი » ახალი ამბები »

თორთლაძე “თავისუფლების ქარტიის” განხილვას ითხოვს

09 მარტი 2010

დეპუტატი გია თორთლაძე “თავისუფლების ქარტიის” პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თორთლაძემ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ პარლამენტში, თებერვალში ინიცირებული პროექტის განხილვა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კანონპროექტის უახლოეს მომავალში მიღება აუცილებელია.

თორთლაძემ დასძინა, რომ აშკარაა, თუ როგორ გააქტიურდნენ მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურები და პროექტი პოლიტიკოსთა საქმიანობის მხოლოდ ლუსტრაციას არ მოახდენს, არამედ მათთვის შეზღუდვებსაც დაუწესებს.

‘’ინტერპრესნიუსის’’ ნფორმაციით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა თავდაცვის,  ადამიანთა უფლებების დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს მოუწოდა კანონპროექტი მიმდინარე კვირას განიხილონ და საკითხი პარასკევის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდეს.