24saati

მთავარი გვერდი » ახალი ამბები »

ნოღაიდელი დღეს მოსკოვში გაემგზავრა

09 მარტი 2010

“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი დღეს  მოსკოვში გაემგზავრა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის დედაქალაქში ნოღაიდელი მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობა  და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელი თბილისში 11 მარტს დაბრუნდება.