ორშაბათს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა და 71-ზე მეტი დაშავდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 6 ბალი იყო. რეგიონის სოფლებში აგურით ნაგები თითქმის ყველა სახლი დაზიანდა.
‘’იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რომელსაც ჩვენი ტექნიკური ჯგუფი გვაწვდის, ამ ეტაპზე ნანგრევების ქვეშ არავინ აღარ არის დარჩენილი, თუმცა ძებნა და სამაშველო ოპერაციები მაინც გრძელდება.’’-განაცხადა ელაზგის პროვინციის გუბერნატორმა მაჰმეთ ალი საგლამ.