24saati

მთავარი გვერდი » ახალი ამბები »

ისრაელ-პალესტინა არაპირდაპირი მოლაპარაკებებზე თანხმდებიან

09 მარტი 2010

‘’სი-ენ-ენ’’-ის მიხედვით, შუა აღმოსავლეთში ობამას ადმინისტრაციის სპეციალური დესპანის ჯორჯ მიტჩელის თქმით, ისრაელი და პალესტინა არაპირდაპირ მოლაპრაკებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

მიტჩელის განცხადებით, ეს ორი მხარე დაიწყებს შემდგომი მოლაპარეკებების ‘’სტრუქტურისა და ფორმის’’ განხილვას.

‘’მე ამ რეგიონში მომავალ კვირას დავბრუნდები მოლაპრაკებების გასაგრძელებლად. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე მიგვიყვანს პირდაპირ მოლაპარაკებებამდე.’’