კვირას ერაყში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში თანაბარი რაოდენობით იღებდნენ მონაწილეობას შიიტი და სუნიტი ამომრჩევლები.
არჩევნებში მონაწილოება მიიღო ქვეყნის მოსახლოების 62 პროცენტმა. პროვინცია ანბარში, რომელიც ძირითადად სუნიტებით არის დასახლებული ამომრჩეველთა აქტივობა 61 პროცენტი იყო. თუმცა, არსებობდა იმის შიში რომ სუნიტები არჩევნებში მონაწილოებას არ მიიღებდნენ.
არჩევნების პროცესს თავდასახმების გარეშე არ ჩაუვლია. ბაღდადში, მოსულში, ფალუჯაში და ბაკუბში ამ დღეს განხორცილებული აფეთქებების შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.
არჩევნების წინასწარი მონაცემები 2-3 დღეში გახდება ცნობილი, საბოლოო შედეგები კი მარტის ბოლოს.
ორშაბათს, ეგზიტ-პოლებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხმების დიდი ნაწილი დააგროვა ლიბერალურ-პატრიოტულმა გაერთიანება ‘’ერაყმა’’, რომელსაც სათავეში ერაყის პირველი გარდამავალი მთავრობის პრემიერი იაიდ ალაუ უდგას სათავეში.