დღეს ჟენევაში სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების შესახებ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების მე-10 რაუნდი ჩატარდება.
ჯერ კიდევ დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპრაკებები თითქმის დასასრულს მიუახლოვდა.’’
24 იანვარს კი ქვეყნის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ‘’მოლაპარაკებები ნორმალურად მიიწევს წინ და საკითხების 95 %-ზე მხარეები შეთანხმებულები არიან.’’
ორშაბათს მე-10 რაუნდის გახსნამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს მეთაურის მოადგილემ იური ბალუევსკიმ განაცხადა, რომ ‘’დღეს მოლაპარაკებების პროცესი არც თუ ისე მარტივად მიმდინარეობს და არსებობს მთელი რიგი პრობლემები. ‘’