25 წლის ქართველი ფორვარდი ოთარ მარცვალაძე კარიერას ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში” გააგრძელებს.
გასულ სეზონში ოთარი “ანჟის” ღირსებას იცავდა და ამ გუნდის შემადგენლობაში გამართულ 22 მატჩში 13 გოლიც გაიტანა, თუმცა, პრემიერლიგაში გადასული “ანჟის” მესვეურებს ოთართან კონტრაქტის გაგრძელება აღარ მოუნდათ.