24saati

მთავარი გვერდი »

გაერო-ს საქართველოში ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს

03 მარტი 2010

გაერო-ს საქართველოში ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს. იოჰან ვერბეკეს ფინელი დიპლომატი ანტი ტურუნენი შეცვლის.

"ჯი-ეიჩ-ენ"-ის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც ფინეთი ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა იყო, ტურუნენმა კონფლიქტის დარეგულირებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა.

ამ დროისთვის ის ეუთო-ში ფინეთის ელჩის მოვალეობას ასრულებდა. ფინელი პოლიტიკოსების შეფასებით, ტურუნენი რეგიონის პრობლემებს კარგად იცნობს და მისი მუშაობა გაერო-ს წარმომადგენლის პოსტზე ეფექტიანი იქნება.