24saati

მთავარი გვერდი »

ლარი როგორც აშშ დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა

03 მარტი 2010

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7137 ლარის ნიშნულზე გამყარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/1.7137 ლარი. დღევანდელი კურსით კი 1 აშშ დოლარი 1.7338 ლარი ღირდა. ცვლილებამ 0.0201 პუნქტი შეადგინა.

2.3159 ლარის ნიშნულზე გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევროს ყიდვა დღეს 2.3604 ლარად იყო შესაძლებელი.

რაც შეეხება რუსულ რუბლს, 1 რუბლი ხვალ დაახლოებით 6 თეთრი, ზუსტად კი 0.057165 ლარი ეღირება.

ინტერპრესნიუსი