24saati

მთავარი გვერდი »

დღეს 15 000 000 ლარის სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა

03 მარტი 2010

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები 168-დღიანი ვადიანობის იყო.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 32 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.000 პროცენტით, მაქსიმალური 5.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.929 პროცენტით განისაზღვრა.

ინტერპრესნიუსი