მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გუშინდელი ვაჭრობის შედეგად შემცირდა.
სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე Brent Crude მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 0.70 აშშ დოლარით შემცირდა და 76.89 აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკის ბირჟაზე კი Light Sweet Crude მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 0.96 აშშ დოლარით, 78.70 აშშ დოლარამდე დაიკლო.
ინტერპრესნიუსი