24saati

მთავარი გვერდი »

ოფიციალური ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში ეკონომიკური აქტიურობის ზრდა დაფიქსირდა

03 მარტი 2010

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ეკონომიკური აქტიურობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნიკო მჭედლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის თებერვალში, გასული წლის თებერვალთან შედარებით, ავტომობილების რეგისტრაცია ქვეყანაში 15.4 პროცენტით გაიზარდა, იპოთეკური სესხების გაცემა კი - 66.2 პროცენტით. მიმდინარე წლის თებერვალაში გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 145 პროცენტით არის გაზრდილი მშენებლობის ნებართვების გაცემის მაჩვენებელი. რაც შეეხება იანვარს, წინა წლის იანვართან შედარებით, ექსპორტი 72 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 9 პროცენტით შემცირდა. გადაზიდვების ზრდამ 10 პროცენტი შეადგინა, მათ შორის საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა ერთ წელიწადში 32 პროცენტით გაიზარდა.

ინტერპრესნიუსი