თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარე
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02/45
ქ. ბათუმი 03 სექტემბერი, 2010 წ.
ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. №51-ის მიმდებარედ არსებული 500,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე პირობის გარეშე აუქციონის გამოცხადების შესახებ
ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. №51-ის მიმდებარედ არსებული 500,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი "თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №3 განკარგულებით შეტანილია განსაკარგავ უძრავ ქონებათა ნუსხაში.
"თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საპრივატიზებო ობიექტების საპრივატიზებო საწყისი ფასის დადგენის შესახებ" თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 09 ივლისის №27 განკარგულებით ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. №51-ის მიმდებარედ არსებული 500,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საწყისი ფასი განისაზღვრა 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარით.
აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრებაში განკარგვაზე მიზანშეწონილია გამოცხადდეს პირობის გარეშე აუქციონი თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი საპრივატიზებო საწყისი ფასით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის "ქ" ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის "პ.ბ" ქვეპუნქტის, "თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონის და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული "თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების" მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-4 მუხლის "კ" ქვეპუნქტის შესაბამისად "თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ" თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №3 განკარგულების შესრულების უზრუნველსაყოფად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. №51-ის მიმდებარედ არსებული 500,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე გამოცხადდეს პირობის გარეშე აუქციონი.
2. უძრავი ქონების საწყის გასაყიდ ფასად დაწესდეს 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი.
3. აუქციონის მონაწილის მიერ ერთი განცხადების შეთავაზების ოდენობად (ერთი ბიჯი) დაწესდეს არანაკლები 3 000 (სამი ათასი) ლარი. ფასის თაობაზე შემოთავაზებული საბოლოო თანხა (ბიჯი), რომლითაც გამოვლინდა გამარჯვებული, ემატება საწყის გასაყიდ ფასს და მათი ჯამი წარმოადგენს საბოლოო გასაყიდ ფასს.
4. დამტკიცდეს აუქციონის თანდართული პირობები.
5. აუქციონის ჩატარება უზრუნველყოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ივნისის №02/08 ბრძანებით შექმნილმა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედმა სააუქციონო კომისიამ.
6. დაევალოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აუქციონის და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა პირობების საფუძველზე აუქციონის შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება.
7. აუქციონში მონაწილეობისათვის პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან/და წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული სააუქციონო პირობების 5.13 პუნქტში მითითებულ ანგარიშზე "ბე"-ს სახით 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. წინამდებარე ბრძანების მე-7 პუნქტის შესაბამისად წამოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადა 20 დღით მაინც უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის ფასის გადახდისათვის წინამდებარე ბრძანებით დაწესებულ ვადას.
9. აუქციონში მონაწილეობის მსურველთაგან განცხადებების მიღება აუქციონში მონაწილეობაზე განხორციელდეს ბრძანებისა და დამტკიცებული აუქციონის პირობების გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნებიდან არანაკლებ 15 კალენდარული დღის განმავლობაში.
10. ბრძანების შესრულება დაევალოს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას.
11. წინამდებარე ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "24 საათში" და ქ. ბათუმის მერიის ინტერნეტგვერდზე.
12. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნებიდან 3 წლის ვადაში, რა დროსაც მხარეს წარმოადგენს ქ. ბათუმის მერია.
13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე
"დამტკიცებულია"
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის
აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება
2010 წლის 03 სექტემბერი, №02/45
ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. №51-ის მიმდებარედ არსებული 500,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე პირობის გარეშე აუქციონის ჩატარების პირობები
შესავალი
თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 03 სექტემბრის №02/45 ბრძანების შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია ატარებს პირობის გარეშე აუქციონს ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. №51-ის მიმდებარედ არსებული 500,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე.
1. ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ
1.1. უძრავი ქონების მისამართი: ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. №51-ის მიმდებარედ.
1.2. უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა - ქალაქი ბათუმი, კოდი - 05, სექტორი - 26, კვარტლის ნომერი - 03, ნაკვეთის ნომერი - 035, მიწის ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, მიწის ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, მესაკუთრე - ქალაქ ბათუმის მერია.
1.3. უძრავი ქონების განკარგვის წესი: პირობის გარეშე აუქციონი.
1.4. უძრავი ქონების განკარგვის ფორმა: საკუთრება.
1.5. მიწის ნაკვეთის ფართობი: 500,00 (ხუთასი) კვმ.
1.6. უძრავი ქონების საწყისი ფასი: 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი.
1.7. უპირობო და გამოუხმობი გარანტიის/"ბე"-ს ოდენობა: 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი.
1.8. ბიჯი: 3 000 (სამი ათასი) ლარი.
1.9. უძრავი ქონების მდგომარეობა: უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო.
1.10. საკუთრებაში განსაკარგი უძრავი ქონების მდებარეობა თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილის) მიხედვით: უძრავი ქონება მდებარეობს საცხოვრებელი ზონა - 6-ში (სზ-6).
1.11. საკუთრებაში განსაკარგი უძრავი ქონების განაშენიანების კოეფიციენტი – კ-1, უძრავი ქონების განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი – კ-2 და უძრავი ქონების გამწვანების კოეფიციენტი – კ-3: უძრავი ქონების განაშენიანების კოეფიციენტი – კ-1 = 0,5; უძრავი ქონების განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი – კ-2 = 2,2-მდე; უძრავი ქონების გამწვანების კოეფიციენტი – კ-3 = 0,1.
1.12. საკუთრებაში განსაკარგი უძრავი ქონებისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობების ჩამონათვალი: უძრავი ქონებისათვის უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობებია: პარკები; ბაღები; სკვერები; ბულვარები; საბავშვო მოედნები; 6-9 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები; ინდივიდუალური სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის სახელოსნოები საცხოვრებელ სახლებში და ცალკე მდგომი, სამეზობლო თმენისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის სხვა დაწესებულებები; დაწყებითი სკოლები; საშუალო სკოლები; საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლო დაწესებულებები; უმაღლესი სასწავლებლები; პოლიკლინიკები; ამბულატორიები; აფთიაქები; სპორტული დარბაზები; საცურაო აუზები; ღია საცურაო აუზები; სპორტული მოედნები; კლუბები; კინოთეატრები; საქალაქო ბიბლიოთეკები; საინფორმაციო ცენტრები; საგამოფენო დარბაზები; პირველადი მომხმარების საქონლის მაღაზიები; სამრეწველო საქონლის მაღაზიები; სასურსათო მაღაზიები; უნივერსალური მაღაზიები; ბარები; კაფეები; სწრაფი კვების ობიექტები; საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; საფოსტო განყოფილებები, კავშირგაბმულობის განყოფილებები; ბანკების ფილიალები, განყოფილებები; იურიდიული კონსულტაციები; სანოტარო კანტორები; ღია ავტოსადგომები და ჩაშენებული გარაჟები; საერთო სარგებლობის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.
1.13. უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობების ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას: საკუთრებაში განსაკარგი უძრავი ქონების სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე უძრავი ქონების (ობიექტების) დასაშვები სახეობებია: 10-13 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები; მოხუცთა ინტერნატები; საავადმყოფოები; სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურები; თეატრები; არქივები; მუზეუმები; საცეკვაო დარბაზები - დისკოთეკები; რესტორნები; კიოსკები, დროებითი პავილიონები, საცალო ვაჭრობისა და მომსახურებისათვის; ბანკები; მართვის დაწესებულებები და ორგანიზაციები; ოფისები და კანტორები; სამეცნიერო და საპროექტო ორგანიზაციები; სასამართლოები; საეკლესიო ობიექტები; პოლიციის განყოფილებები; სახანძრო დეპოები; სასტუმროები; საზოგადოებრივი ტუალეტები; ავტოგასამართი სადგურები; კომუნალური და საინჟინრო-ტექნიკური ობიექტები.
2. აუქციონის პირობები და გამარჯვებულის
გამოვლენის კრიტერიუმები
2.1. ქ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქ. №51-ის მიმდებარედ არსებული 500,00 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი ყველა მონაწილისათვის ერთნაირია და შეადგენს სულ 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარს.
2.2. ერთი შემოთავაზება (ბიჯი) უნდა იყოს არანაკლებ 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობის. ფასის თაობაზე შემოთავაზებული საბოლოო თანხა (ბიჯი), რომლითაც გამოვლინდა გამარჯვებული, ემატება საწყის გასაყიდ ფასს და მათი ჯამი წარმოადგენს საბოლოო გასაყიდ ფასს.
2.3. აუქციონში გამარჯვების პირობაა მაღალი გასაყიდი ფასის შემოთავაზება.
2.4. გამარჯვებულის მიერ ფასის სრულად გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
2.5. გამყიდველის მიერ ქონებაზე მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან.
2.6. მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.
3. აუქციონში მონაწილეობის უფლების მოპოვება
3.1. აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობ-რივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
3.2. აუქციონში მონაწილეობის უფლების მოპოვებისათვის პირმა რეგისტრატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
3.2.1. ა) წერილობით შევსებული განაცხადი;
ბ) 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან/და "ბე"-ს შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული სააუქციონო პირობების 5.13 პუნქტში მითითებულ ანგარიშზე "ბე"-ს სახით 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარის შეტანის ფაქტს;
გ) აუქციონის მონაწილის ბილეთის ღირებულების – იურიდიული პირების მიერ 100 (ასი) ლარის, ხოლო ფიზიკური პირების მიერ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) თუ პირი მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა და რწმუნებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3.2.2. იურიდიულმა პირებმა 3.2.1. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინონ:
ა) საზოგადოების წესდება ან მისი ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
ბ) განცხადების შეტანის მომენტისათვის ძალაში მყოფი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;
3.3. მითითებული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ რეგისტრატორი მონაწილეზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს "აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში" და აძლევს მას აუქციონში მონაწილის ბილეთს.
4. აუქციონის ჩატარების წესი
4.1. აუქციონში მონაწილეობა შეუძლია იმ პირს, რომელმაც საკუთრებაში განსაკარგი შესაბამისი უძრავი ქონებისათვის დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია და მიიღო აუქციონის მონაწილის ბილეთი.
4.2. აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციას ახდენს რეგის-ტრატორი;
4.3. აუქციონის ჩატარებას უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ივნისის №02/08 ბრძანებით შექმნლი თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია.
4.4. აუქციონის დაწყებამდე კომისია ამოწმებს მონაწილეთა აუქციონზე დაშვების კანონიერებას.
4.5. აუქციონს ატარებს აუქციონატორი, რომელიც ვაჭრობის დაწყებისას აცხადებს თვითმმართველი ერთეულის ქონების დასახელებას, მის საწყის ფასს და ბიჯს;
4.6. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი.
4.7. ვაჭრობის დროს აუქციონის თითოეულ მონაწილეს უფლება აქვს მოახდინოს განცხადების (ბიჯი) შეთავაზება ფასის თაობაზე, რომელიც არ უნდა იყოს დაწესებულ ბიჯზე ნაკლები.
4.8. თუ აუქციონში მონაწილეობს მხოლოდ ერთი მონაწილე, სავალდებულოა მის მიერ ფასის თაობაზე ერთი განცხადების (ბიჯი) შეთავაზება მაინც. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა წარმოადგენს აუქციონში მონაწილეობის წესის დარღვევას და მასზე ვრცელდება 5.7. პუნქტის მოთხოვნები.
4.9. ვაჭრობა დამთავრებულად ითვლება, თუ აუქციონატორმა სამჯერ მოითხოვა საბოლოო განცხადების (ბიჯი) შეთავაზება ფასის თაობაზე და ასეთი ვერ მიიღო.
4.10. ვაჭრობაში გამარჯვებულად ავტომატურად ითვლება, ვინც აუქციონატორს შესთავაზა ბოლო განცხადება ფასის თაობაზე. გამარჯვებულს აცხადებს აუქციონატორი.
4.11. აუქციონს დასრულებულად აცხადებს აუქციონატორი.
5. სხვა პირობები
5.1. აუქციონში გამარჯვებულს "ბე" ეთვლება ანგარიშსწორების ანგარიშში 2.4. პუნქტის შესაბამისად დაწესებულ გადასახდელში.
5.2. აუქციონის გამოცხადების შემდეგ თითოეულ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საპრივატიზებო ქონებას.
5.3. აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს აუქციონში, აუქციონის ჩატარების შემდეგ სრულად უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი "ბე".
5.4. თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებოდნენ აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან/და "ბე"-ს თანხა სრულად ირიცხება თვითმმართველ ქ. ბათუმის ბიუჯეტში.
5.5. გამარჯვებული ვალდებულია ხელი მოაწეროს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმს. ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა ართმევს გამარჯვების სტატუსს, აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან/და "ბე"-ს თანხა სრულად ირიცხება თვითმმართველ ქ. ბათუმის ბიუჯეტში.
5.6. აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან/და "ბე"-ს თანხა სრულად ირიცხება თვითმმართველ ქ. ბათუმის ბიუჯეტში, თუ აუქციონში გამარჯვებულმა დაწესებულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური;
5.7. აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ან/და "ბე"-ს თანხა სრულად ირიცხება თვითმმართველ ქ. ბათუმის ბიუჯეტში იმ შემთხვევაშიც, როცა აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატი-ული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.
5.8. აუქციონის მონაწილეს უფლება არც აქვს უარი თქვას აუქციონში მონაწილეობაზე. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა წარმოადგენს აუქციონში მონაწილეობის წესის დარღვევას და მასზე ვრცელდება 5.7. პუნქტის მოთხოვნები.
5.9. მონაწილეს უარი ეთქმება აუქციონში მონაწილეობაზე, თუ განცხადების წარმდგენი პირი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების შემძენად.
5.10. აუქციონი გაიმართება 2010 წლის 21 სექტემბერს 1530 სთ-ზე. მის: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25, მეორე სართული, მერიის სათათბირო ოთახი.
5.11. აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციას და აუქციონის მონაწილის ბილეთის გაცემას ახდენს რეგისტრატორი - ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე მის: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25, მეორე სართული, ოთახი №28. ტელ: 7-26-05; ფაქსი: 7-26-09; მობ. (877) 54-01-00.
5.12. აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2010 წლის 04 აგვისტოდან 2010 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით 1500 სთ-მდე.
5.13. აუქციონში მონაწილეობისათვის პრეტენდენტმა "ბე" და აუქციონის მონაწილის ბილეთის ღირებულება უნდა შეიტანოს შემდეგ ანგარიშზე: "საქართველოს პროკრედიტ ბანკის" ბათუმის ფილიალი. მ.ფ.ო. 220101901. საიდენტიფიკაციო კოდი 245576826. მიმღები - ქალაქ ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახური. ა/ა №GE54PC0033300100000004;
5.14. აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ და დანომრილ "აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში".
| 2010 სექტემბერი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |