RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
11 თებერვალი, შაბათი 2012
თბილისი ... ...
2010-09-04

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება

განცხადება ხელახალი ტენდერის ჩატარების შესახებ

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი (ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის გამზირი №41) აცხადებს ხელახალ ტენდერს საქონლის - სატელევიზიო ტექნიკური საშუალებების სახელმწიფო შესყიდვაზე 2 (ორ) ლოტად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

  ლოტი 1

ტიტრების დამამზადებელი გრაფიკული სადგური

 2 კომპლექტი

21 090

  ლოტი 2

პორტატიული კომპიუტერი

 4 კომპლექტი

 9 000

 

ტენდერის სავარაუდო ჯამური ღირებულება

 

30 090 ლარი

 2. მოწოდებული საქონელი უნდა აკამყოფილებდეს ტელევიზიის სფეროში დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს. საქონლის ტექნიკური და სხვა პირობები მოცემული იქნება სატენდერო დოკუმენტაციაში.

  3. საქონლის მიწოდების პირობაა: DDP-ბათუმი, INCOTERMS-2000. მიწოდება სასურველია განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმე­ბიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს 2010 წლის 15 დეკემბრისა.

4. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

  4.1 იურიდიული პირისათვის:

ა) ამონაწერი  სამეწარმეო  რეესტრიდან;  

 ბ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაქცია;

გ) ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

4.2. ფიზიკური პირისათვის:

      ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

      ბ) დოკუმენტი გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირების შესახებ;

      გ) ცნობა ნასამართლობის არქონის შესახებ.   

  4.3. როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისათვის:

ა) ცნობა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არარსებობის შესახებ;

 ბ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

გ) მონაწილის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, ბანკის რეკვიზიტები).

5. Pპრეტენდენტებმა სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ საბანკო გარანტია სატენდერო წინადადების ღირებულების 1%-ის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას.

6. პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოუდგინონ შემსყიდველს ბანკის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა პრეტენდენტის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში  ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გარანტიის გაცემის თაობაზე სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით. ასევე, სატენდერო წონადადებით წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში საბანკო გარანტია წინასწარი ანგარიშსწორებისათვის მოთხოვნილი თანხის ოდენობით.  

7. ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების მე-4 პუნქტითა და სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნები/დოკუმენტები შემდგომ დაზუსტებას/შევსებას არ ექვემდებარება. იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას, თუ იგი ვერ წარმოადგენს განცხადებაში მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან თუ რომელმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.    

8. პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შეუძლიათ სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ, განცხადების საფუძველზე 2010 წლის 7 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით 18 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის გამზირი №41,  ტელევიზიის ადმინისტრაციული შენობა, 30-ე კაბინეტი. სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილია ქართულ ენაზე. ასევე შესაძლებელია სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობა ადგილზე.

9. სატენდერო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 150 (ასორმოცდაათ) ლარს, რომელიც გადახდილ უნდა იქნას შემდეგი მონაცემების მიხედვით (აჭარის ა.რ. ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობები (სახაზინო კოდი 300923174), ,,სახელმწიფო ხაზინა", ბანკის კოდი 220101222, ანგარიშის №200122900, Gგადახდის დანიშნულება - სატენდერო მოსაკრებელი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის სატელევიზიო ტექნიკური საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის ხელახალი ტენდერი (გადახდის დანიშნულება მითითებული უნდა იყოს სრულად), საიდენტიფიკაციო კოდი 245428700.

10. პრეტენდენტებმა განაცხადი, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სატენდერო წინადადება (ერთი ორიგინალი, ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ერთი ასლი დალუქული და ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი კონვერტის მეშვეობით) ქართულ ენაზე   და სატენდერო წინადადების წარდგენისათვის დაწესებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოადგინონ სატენდერო კომისიის აპარატში 2010 წლის 30 სექტემბერს 10.00 საათიდან 18.00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი მ. აბაშიძის გამზირი №41. სატენდერო დოკუმენტაციის ყოველი გვერდი უნდა იყოს ხელმოწერილი ხელმძღვანელი პირის მიერ და დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით. ხელმოუწერელი წინადადებები არ განიხილება. სატენდერო წინადადებების წარმოდგენა დასაშვებია როგორც ერთ, ასევე ორივე ლოტზე, გამარჯვებული გამოვლენილი იქნება თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე.

11. სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის ოდენობა შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.spa.ge) მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

12. პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად Uუნდა წარმოადგინონ ასევე საქონლის ექსპლუატაციის საგარანტიო ვადა.

13. სატენდერო  წინადადებები პრეტენდენტების თანდასწრებით გაიხსნება 2010 წლის 30 სექტემბერს 18 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის გამზირი №41. 1 ოქტომბერს 16 საათზე იქვე გაიმართება ზეპირი ვაჭრობა.

14. ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებისას გამოიყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზუნველყოფის საბანკო გარანტია სახელშეკრულებო თანხის 3%ის ოდენობით.

15. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ სატენდერო კომისიის აპარატში, მისამართი: ქ. ბათუმი, მ. აბაშიძის გამზ. №41, 30-ე კაბინეტი. ტელ. 7-43-82.

  სატენდერო კომისია

 

 

 

 

 

 

ბოლო ტენდერები ამ კატეგორიიდან

გაფართოებული ძიება
2010 სექტემბერი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. წიგნები >>

    aa
  3. რევიუ >>

    aa
  4. ამბები >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. ბიზნესი >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. წიგნები >>

    aa
  10. რევიუ >>

    aa
  11. ტექნოლოგიები >>

    aa
  12. საზოგადოება >>

    aa
  13. საზოგადოება >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. რევიუ >>

    aa
  16. სპორტი >>

    aa
  17. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი