2010-09-04
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქმე №2/8063-2010
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების
წარმოებაში მიღების თაობაზე
27 აგვისტო 2010 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი - შპს ,,ჟინერი”
წარმომადგენელი - გიორგი ტურაბელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ.პ.ს. "ჟინერი" დირექტორის გიორგი ტურაბელიძის განცხადება შ.პ.ს. "ჟინერი"-ს გადახდისუუნარობის შესახებ,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 13 აგვისტოს განცხადებით მიმართა შპს "ჟინერი"-ს დირექტორმა გიორგი ტურაბელიძემ და მოითხოვა საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების გახსნა.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები, მიაჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც განცხადება მიღებული უნდა იქნას წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა "გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7, მე-14, მე-19, 21-ე 25-ე, 26-ე, და 29-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
- შპს "ჟინერი"-ს განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნას სასამართლო წარმოებაში;
- მეურვედ დაინიშნოს გიორგი ზედელაშვილი - დაბადებული 1974 წლის 31 ოქტომბერს, მცხოვრები ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას 6, ბინა 36-ში.
- აეკრძალოს მოვალეს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლოს თანხმობის გარეშე.
- აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის საგადასახადო/საბაჟო) დარიცხვა/გადახდა.
- შეჩერდეს შ.პ.ს. "ჟინერი"-ს მიმართ იძულებითი აღსრულება.
- განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
- განემარტოს შ.პ.ს. "ჟინერი"-ს დირექტორს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ. ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებყული სახით წარდგენა, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
- განემარტოს კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
- კრედიტორთა კრება მოწვეული იქნას 2010 წლის 12 ოქტომბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №23 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6;)
10. განჩინება გამოქვეყნდეს "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში", გაზეთში ,,24 საათი", გაზეთში ,,სიტყვა და საქმე" და სასამართლო დაფაზე.
11. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების მხარეთთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
ბოლო ტენდერები ამ კატეგორიიდან