RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
11 თებერვალი, შაბათი 2012
თბილისი ... ...
2010-09-04

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

ქ. მარნეული             04 სექტემბერი 2010 წელი

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მისამართი ქ. მარნეული რუსთაველის ქ. #73, აცხადებს ტენდერს.

შესყიდვის ობიექტი:  ბენზინი რეგულარი A-92 ოქტანობის 4 450 ლიტრი.

დაფინანსების წყარო: ადგილობრივი ბიუჯეტი.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება:  8 000 ლარი.

საქონლის მიწოდების   ვადა:  ხელშეკრულების გაფორმებიდან 2010 წლის 31 დეკემბრამდე

საქონლის მიწოდების ადგილი:  მიმწოდებლის ავტოგასამართი სადგურებიდან საბარათე სისტემის გამოყენების საშუალებით.

2. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებისა და სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა, ადგილი და ენა: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პირებმა სატენდერო წინადადება და საკვალიფიკაციო მონაცემები ქართულ ენაზე 2 ეგზემპლარად (1 ორიგინალი და 1ასლი) ერთ დალუქულ პაკეტში  და სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის (50 ლარი) დამადასტურებელი ქვითრის დედანი უნდა წარმოადგინონ 2010 წლის 24 სექტემბერს 10 საათიდან 15 საათამდე. შემდეგ მისამართზე: ქ. მარნეული რუსთაველის ქ.#73 მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობა (პირველი სართული მოსახლეობის მომსახურების განყოფილება).

სატენდერო წინადადება ხელმოწერილი უნდა იყოს პრეტენდენტი იურიდიული და ფიზიკური პირის ხელმძღვანელის მიერ და დამოწმებული ორგანიზაციის ბეჭდით და წარედგინება სატენდერო კომისიას ერთი დახურული კონვერტით.

3. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

3.1. იურიდიული პირებისათვის:

3.1.1. ამონაწერი სამეწარმეო და არასაამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან;

3.1.2. ცნობა სასამართლოდან, რომ იურიდიული პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდის უუნარობის საქმის წარმოება;

3.1.3. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

3.1.4. ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო–სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

3.2. ფიზიკური პირებისათვის:

3.2.1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3.2.2. საგადასახადო  რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი;

3.2.3. ცნობა სასამართლოდან რომ ფიზიკური პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდის უუნარობის საქმის წარმოება;

3.2.4. ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ.

3.3. როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიული პირებისათვის:

3.3.1. მონაწილის რეკვიზიტები: მისამართი (რეგისტრაციის და ფაქტიური), ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები;

3.3.2. ცნობა მომსახურე ბანკებიდან საბანკო ანგარიშებზე ყადაღის, ინკასოს არარსებობის შესახებ;

3.3.3. სატენდერო წინადადების ხელის მომწერისთვის გაცემული მინდობილობა (დაურთეთ საჭიროებისამებრ).

3.3.4. ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან საბანკო ანგარიშების შესახებ.

3.3.5. ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არქონის შესახებ.

 ასევე, პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად  (ერთ დალუქულ კონვერტში) უნდა წარმოადგინონ სუბკონტრაქტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები მე–3 მუხლის შესაბამისად. (შენიშვნა: არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. )

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ განცხადების მე–3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები შემდეგ დაზუსტებას არ ექვემდებარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ამ განცხადების გამოქვეყნების შემდგომ პერიოდში.

4. იურიდიული ან ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას, თუ იგი დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ყველა ცნობას და ინფორმაციას მოთხოვნილი ფორმით, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

5. ქართულ ენაზე შედგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მიღება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს 150 (ასორმოცდაათი) ლარის სატენდერო მოსაკრებლის გადახდის და შესაბამისი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ 2010 წლის 04 სექტემბრიდან 2010 წლის 23 სექტემბრამდე 10 საათიდან 17 საათამდე. მისამართზე: ქ. მარნეული რუსთაველის ქ.#71 მარნეულის მუნიციპალიტეტის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის შენობა  (მეორე სართული მუნიციპალური შესყიდვების განყოფილებაში)

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციას.

6. ტენდერი ჩატარდება 2010 წლის 24 სექტემბერს 15 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. მარნეული რუსთაველის ქ. #73 მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა (მე–2 სართული სააქტო დარბაზი).

7. სატენდერო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 150 ლარს და გადარიცხულ უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე: მიმღები: სახელმწიფო ხაზინა.  ბანკის კოდი: №220101222, ა/ა № 200122900. მარნეულის მუნიციპალიტეტის სახზინო კოდი: 300103174 გადასახაადის დანიშნულება: სატენდერო მოსაკრებელი, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტენდერი ბენზინი რეგულარი A-92 ოქტანობის 4 450 ლიტრის შესყიდვისათვის.

8. სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 50 ლარის ოდენობით უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: მიმღების ბანკი: ს.ს. ბანკი“რესპუბლიკა“–ს ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი 220101757 მიმღები: ს.ს.ი.პ.  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მიმღების ანგარიში 10591718543 გადასახადის დანიშნულება: მარნეულის მუნიციპალიტეტის ტენდერი ბენზინი რეგულარი A-92 ოქტანობის 4 450 ლიტრის შესყიდვისათვის.

9. ალტერნატიული სატენდერო წინადადებები არ განიხილება.

10. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: ქ. მარნეული რუსთაველის ქ.#71 სატენდერო კომისიის აპარატი. ტელეფონი 8 (257) 2 52 15 , 877 95 19 33.

მარნეულის მუნიციპალიტეტის

სატენდერო კომისია

ბოლო ტენდერები ამ კატეგორიიდან

გაფართოებული ძიება
2010 სექტემბერი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. წიგნები >>

    aa
  3. რევიუ >>

    aa
  4. ამბები >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ბიზნესი >>

    aa
  7. ბიზნესი >>

    aa
  8. კალათბურთი >>

    aa
  9. წიგნები >>

    aa
  10. რევიუ >>

    aa
  11. ტექნოლოგიები >>

    aa
  12. საზოგადოება >>

    aa
  13. საზოგადოება >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. რევიუ >>

    aa
  16. სპორტი >>

    aa
  17. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი