RSS არხი    მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი 24 13
ახალი ამბები >>

სახალხო დამცველმა ანგარიში მოამზადა

2010-09-03



დამცველმა იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში მოამზადა.

როგორც გიორგი ტუღუშმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 80-გვერდიანი დოკუმენტის საანგარიშო პერიოდია 2010 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით პერიოდი. ყველაზე მასშტაბურია, რაც კი ამ დრომდე საქართველოში მომზადებულა და დევნილების მიმართებაში არსებულ პრობლემებს სრულად მოიცავს.


ტუღუშის განცხადებით,  ექვსი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 256 კომპაქტურ ჩასახლებაში და, ასევე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ სოფლებში, 500-ზე მეტი ოჯახი გამოიკითხა.


დევნილების ძირითადი პრობლემები საყოფაცხოვრებო პირობებს, ჯანდაცვას, მათ ინფორმირებულობას და საცხოვრებელი ფართების დაკანონებას უკავშირდება. გარდა ამისა, ანგარიშში ასახულია დევნილთა სფეროში არსებული კანონმდებლობის მოკლე ანგარიში, განხილულია მათი საერთაშორისო დაცვის მექანიზმები და სახელმწიფო პოლიტიკა.


ამასთან, ტუღუშის განცხადებით, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ანგარიშში აისახა აგვისტოში დევნილების გამოსახლებისას აღმოჩენილი დარღვევები.


გიორგი ტუღუში მომზადებულ ანგარიშს და სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციებს უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტში წარადგენს.


ამ დღის სხვა სიახლე

გაფართოებული ძიება
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი