.ახალგორელები ოსებად ცხინვალურმა მედიამ რაიონში რუსული საველე ჰოსპიტალის საქმიანობის გაშუქებისას მოიხსენია.
რუსული საველე ჰოსპიტალი, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, 22 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე მუშაობდა.
“ამ დროის განმავლობაში რესპუბლიკის მოქალაქეებს უმაღლესი დონის სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს – ლენინგორის რაიონში მუშაობდა საველე ჰოსპიტალი, სადაც გამოკვლევა 1500-ზე მეტმა ოსმა გაიარა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მთავარი კლინიკური სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებმა გამოიკვლიეს ზნაურის რაიონის 880 მცხოვრებიც”, - იუწყება ერთ-ერთი ცხინვალური საინფორმაციო ვებგვერდი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში, ასევე, ჩაიტანეს 30 ტინა ჰუმანიტარული ტვირთი და ჩაატარეს საოციალურ-სამოტივაციო ტრენინგები, რომელიც 80-მა ადამიანმა გაიარა.