RSS არხი    მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი 24 13
ახალი ამბები >>

ირაკლი ოქრუაშვილი ნინო ბურჯანაძეს შეხვდება

2010-02-08



მოძრაობა „ერთიანი საქართველოსათვის“ ლიდერი, პარიზში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი მზადაა მოძრაობა „დემოკრატიული  მოძრაობა _ ერთიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდეს. “მედიანიუსის” ცნობით, ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობა „ერთიანი საქართველოსათვის“ გენერალურმა მდივანმა ეკა ბესელიამ განაცხადა.


ეკა ბესელიას თქმით, მისი ირაკლი  ოქრუაშვილთან შეხვედრის დროს, საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შეფასებისას, ირაკლი ოქრუაშვილმა ნინო ბურჯანაძის პარტიის შეხედულებები გაიზიარა.


„თავდაპირველად,  ირაკლი ოქრუაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა  რა თემებზე იყო საუბარი, ჩემთვის უცნობია. ცხადია, ეს იყო პოლიტიკური დიალოგი. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული საკითხების მოგვარება და არსებობს ყველანაირი წინაპირობა ირაკლი ოქრუაშვილი ნინო ბურჯანაძეს შეხვდეს. მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლის სტრატეგიაში, ჩვენ საერთო ნაბიჯები გვაკავშირებს. ამიტომაც, თემატური თანამშრომლობა, ვფიქრობ ნაყოფიერი იქნება“, _ განაცხადა ბესელიამ.


ეკა ბესელიას არ დაუკონკრეტებია, თუ როდის შეიძლება მოხდეს ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის  შეხვედრა.


მისივე შეფასებით, მიუხედავად პოლიტიკური პოზიციების დაახლოებისა, პარტიების რაიმე სახით გაერთიანება დღის წესრიგში არ დგას.


ამ დღის სხვა სიახლე

გაფართოებული ძიება
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი