RSS არხი    მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი 24 13
ახალი ამბები >>

ნოღაიდელის პარტია ინფორმაციას ითხოვს

2010-02-08

‘’მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის’’ ძალოვანი უწყებებისგან დაკარგული და დაკავებული ოსი ეროვნების მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას კიდევ ერთხელ ითხოვს.

როგორც პარტიის გამგეობის წევრმა კობა აბულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაგზავნილ წერილებზე, რომლითაც მოძრაობა ოსი ეროვნების 35 მოქალაქის, მათ შორის, 7 უგზოუკვლოდ დაკარგულის შესახებ ინფორმაციას ითხოვდა, ძალოვანი უწყებებისგან პასუხი საერთოდ ვერ მიიღო.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად კი, 7 უგზოუკვლოდ დაკარგულიდან 3-ის – ალან ხაჩიროვის, ალან ხუგაევისა და სულტან ფლიევის დაკავებას და საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნას შსს კატეგორიულად უარყოფს.

« ინტერპრესნიუსის » ცნობით, აბულაძემ ჟურნალისტებს ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალა აჩვენა, სადაც ასახულია აღნიშნული სამი პიროვნების დაკავებისა და უხეშად მოპყრობის ფაქტები.

ექსპრემიერის თანაგუნდელის მტკიცებით, დამკავებლები ქართველი ძალოვანები არიან.

‘’მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ ნაკლებად მძიმე ბრალდებით დაკავებული ოსი ეროვნების მოქალაქეების გათავისუფლება იქნება კეთილი ნების დემონსტრირება და შესაძლოა, გახდეს იმპულსიც სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული 10 ქართველის გათავისუფლებისთვის, თავის მხრივ, კი მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას’’, - განაცხადა აბულაძემ.

გამგეობის წევრმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, წერილობით რამდენჯერმე მიმართა შს მინისტრის ვანო მერაბიშვილს, მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს და სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს.

ოსი ეროვნების მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება მოძრაობის ლიდერს ზურაბ ნოღაიდელს ცხინვალში ყოფნისას ოჯახის წევრებმა თხოვეს.


ამ დღის სხვა სიახლე

გაფართოებული ძიება
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი