RSS არხი    მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი 24 13
ახალი ამბები >>

"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" მომავალი გეგმები

2010-02-08

პარიზიდან დაბრუნებულმა ეკა ბესელიამ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" მომავალ გეგმებზე ისაუბრა. “ჯი-ეიჩ-ენ” – ის ინფორმაციით, ამ თემას მიეძღვნა მისი დღევანდელი პრესკონფერენცია, რომელიც პარტიის ოფისში გაიმართა.

ბესელიას თქმით, მას საფრანგეთში შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა ევროპულ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ფიგურებთან. პარიზში ბესელიამ "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" დამაარსებელი, ირაკლი ოქრუაშვილიც მოინახულა, სადაც პარტიის მომავალ გეგმებზე ისაუბრეს.

"საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გვქონდა ევროპის ქვეყნების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ პოლიტიკოსებთან. ძირითადად საუბარი ეხებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადაგმულ უკანონო და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს. ირაკლი ოქრუაშვითან განვიხილეთ ჩვენი მომავალი სამოქმედო გეგმა. "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" არ აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, შესაბამისად არც კანდიდატი გვეყოლება. ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩვენი პარტიის უმთავრესი მოთხოვნიდან - გადადგეს სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ამ მოთხოვნის რეალიზებისთვის, ჩვენი მოძრაობა გამოიყენებს ყველა ადეკვატურ ბრძოლის მეთოდს - კანონის ფარგლებში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მიუხედავად არჩევნებში არმონაწილეობისა, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო სიების კორდიანციაში. მოძრაობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებსაც გეგმავს.

"შეუძლებელია პოლიტიკურ ორგანიზაციას არ აინტერესებდეს საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობთ ადგილობრივ არჩევნებში, ამ პროცესს მაინც ყურადღებით დავაკვირდებით, რადგან ეს ზოგადად არჩევნების ინსტიტუტისთვის არის კარგი", - ბესელია.

ბოლოს მოძრაობის ლიდერმა, უარყო ხმები თითქოს იგი საფრანგეთისგან პოლიტიკურ თავშესაფარს თავისთვისაც ითხოვდა.

"საფრანგეთს მართლაც ვთხოვე პოლიტიკური თავშესაფარი, ოღონდ ჩემი ძმისა და შვილისთვის", - ეკა ბესელია.


ამ დღის სხვა სიახლე

გაფართოებული ძიება
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი