7 თებერვალ კოსტა-რიკაში ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნები შედგა. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წინასწარი ინფორმაციით არჩევნებში ლაურა ჩინჩილამ გაიმარჯვა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი გახდება.
ამჟამად ხმების 20 % დათვლილია, თუმცა დამკვირვებლები ლაურას გამარჯვებაში დარწმუნებულები არიან. ქალბატონს ხმა კოსტარიკელთა 47,6 %-მა მისცა. დაანრჩენმა ორმა პრეზიდენტობის კანდიდატმა- ოტონ სოლისმა და ოტო გევარმა ხმების 23, 15% და 21,85 % მიიღეს.
ჩიჩილის შტაბში უკვე აღნიშნავენ გამარჯვებას. მისმა მოწინააღმდეგეგ ოტონ სოლისმა განაცხადა, რომ სხვა გზა აღარ აქვს და იგი უნდა შეეგუოს ჩინჩილის გამარჯვებას.