‘’ბი-ბი-სი’’-ს მიხედვით, ამერეიკის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა მოუწოდა სანქციების გამკაცრებისაკენ ირანის მისამართით, სადაც, როგორც ცნობილია, გადაწყვიტეს რომ ურანის გამდიდრების დონე გაზარდონ.
გეთსის განცხადება ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც გასცა ბრძანება რომ ურანი 5%-დან 20 %-მდე გაემდიდრებინათ, რომელსაც კვლევითი მიზნებისათვის გამოიყენებენ.
გეითსის სიტყვებით, საერთაშორისო საზოგადოებმა არაერთხელ მისცა ირანს შანსი რომ გამოეცხადებინა მისი გეგმები ურანის გამდიდრების შესახებ, თუმცა ‘’შედეგი ძალიან სამწუხარო აღმოჩნდა.’’