‘’ბი-ბი-სი’’-ს მიხედვით, სამხრეთ ავღანეთში ასობით დასახლებული პუნქტი დაცარიელდა მას შემდეგ რა ცნობილი გახდა, რომ აქ თალიბების წინააღმდეგ მსხვილი ოპერაცია იგეგმება.
ოპერაციის დაწყების ზუსტი დრო ცნობილი არაა. თუმცა, ბოლო დღეების გამბალობაში ნატოს ვერტმფრენები რეგიონში იმ ფურცლებს უშვებდნენ სადაც ეწერა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაეცალათ რეგიონი.
35 000 ადამიანი უკვე გადავიდა მეზობელ რეგიონში. როგორც ვარაუდობენ, ჰელმუნდის პროვინციაში დაგეგმილი ოპერაცია 2001 წლიდან მოყოლებული ყველაზე მსხვილი ოპერაცია იქნება თალიბების წინააღმდეგ ბრძოლის.