საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების 90,62 %-ის დათვლის შემდეგ იანუკოვიჩი ლიდერეობას ინარჩუნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით მას ხმა ამომრჩეველთა 48,52 % მისცა. მისმა მოწინააღმდეგემ იულია ტიმოშენკომ ხმების 45,82 % მიიღო. ყველას წინააღმდეგ ხმა 4,45 % მისცა. მეორე ტურში გამარჯვებისათვის, როგორც ცნობილია, ხმების უბრალო უმრავლესობაა საჭირო.