RSS არხი    მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი 24 13
ახალი ამბები >>

ირაკლი ალასანიამ მიუნჰენში შეხვედრები გამართა

2010-02-08

ირაკლი ალასანიამ  მიუნჰენის უსაფრთხოების 46-ე კონფერენციის ბოლო დღეს კიდევ რამდენიმე შეხვედრა გამართა.

“ალიანსი საქართველოსთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია მიუნჰენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის თავდაცვის მინისტრს კარლ-თეოდორ გუტენბერგს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ გორდონს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, გავლენიან ამერიკელ  სენატორებს ჯოზეფ ლიბერმანს  და  ჯონ მაკკეინს შეხვდა.      

აღნიშნული შეხვედრების დროს ევროპული უსაფრთხოების პრობლემატიკა განხილეს. განსაკუთრებული ყურადღება  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილ ვითარებას და ევროკავშირის ხელშეწყობით ხელმოწერილი 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების  აუცილებლობას დაეთმო.          

სააგენტო ჯი-ეიჩ-ენის ინფორმაციით, “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი,  ასევე, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწეს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯონსს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს,  შვედეთის, ესტონეთისა  და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა  მინისტრებსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ესაუბრა.   აღნიშნული შეხვედრების დროს განიხილეს საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. აგრეთვე, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების აუცილებლობას.

შეგახსენებთ, რომ “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია მიუნჰენის უსაფრთხოების 46-ე კონფერენცის შესახებ პრესკონფერენციას ხვალ  გამართავს. 

ამ დღის სხვა სიახლე

გაფართოებული ძიება
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი