სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, პრეზიდენტმა დაათვალიერა, როგორ ხდება ტკბილეულის წარმოება ქარხანაში. ასევე, დაინტერესდა, რამდენი ადამიანია ქარხანაში დასაქმებული და როგორია მათი ხელფასი.
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი საწარმოების გახსნა მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც.
“ეკონომიკურად ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. როდესაც იხსნება საწარმო, აუცილებელია გზის გაკეთება, რათა ქარხანამდე ნორმალური გზით მისვლა იყოს შესაძლებელი. აუცილებელია სასტუმროების მშენებლობა, რადგან ჩამოვიდნენ ტურისტები და საწარმოში ნაწარმოებ პროდუქციას მომხმარებელი გაუჩნდეს”,-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც “ბარამბოს” ხელმძღვანელობა აღნიშნავს, საწარმოში 50-მდე დასახელების პროდუქტი იწარმოება და 160-მდე ადამიანია დასაქმებული.
ამასთანავე, პრეზიდენტი დაინტერესდა, გასულია თუ არა პროდუქცია სავაჭრო ქსელში. ქარხნის ხელმძღვანელობის განცხადებით, უახლოეს პროდუქცია ქსელში უახლოეს დღეებში გავა, სამომავლოდ დაგეგმილია ექსპორტიც.
ქარხანა “ბარამბოში” პროდუქცია გერმანული დანადგარებით იწარმოება, შეეხება ნედლეული კი, ბელგიიდან ჩამოაქვთ.
საქართველოს პრეზიდენტმა ნატახტარი უკვე დატოვა. მანამდე მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც რეაბილიტირებული ქუჩა გახსნა.