RSS არხი    მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი 24 13
ახალი ამბები >>

უკრაინის ცესკო-სთან იანუკოვიჩის 3 500 მომხრეა შეკრებილი

2010-02-08

ვარაუდობენ, რომ საღამოს მომიტინგეთა რაოდენობა 10.000 გადააჭარბებს. სააგენტო ჯი-ეიჩ-ენის ცნობით, იგეგმება ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდასაჭერი კონცერტის გამართვაც.


შეგახსენებთ, რომ კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში "რეგიონების პარტიის" საარჩევნო შტაბის მიერ შეტანილი განაცხადის თანახმად, 8 თებერვლიდან კიევში იანუკოვიჩის მხარდამჭერი აქციები იგეგმება. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ მაევსკიმ განაცხადა.


მისი თქმით, აქციის ჩატარების განაცხადში აღნიშნულია, რომ ის 8 თებერვალს, 09:00 საათზე დაიწყება და მასში 50 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.


განაცხადი კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ 3 თებერვალს იქნა შეტანილი.


"არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს რეგიონებიდან ავტობუსებით დაიძრნენ მოქალაქეები, რომლებიც აქციაში მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა მაევსკიმ.


უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის კიევსა და მიმდებარე რაიონებში არსებულ დასასვენებელ სახლებში და სანატორიუმებში 3 ათასამდე ადამიანია განთავსებული, რომლებიც უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე პერმანენტულ აქციებში იღებენ მონაწილეობას.


მაევსკის განცხადებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში მილიცია გამოიყენებს დამატებით სარეზერვო ძალებს.


დღეისთვის უკრაინაში საზოგადოებრივ წესრიგს მილიციის 70 ათასზე მეტი თანამშრომელი იცავს


ამ დღის სხვა სიახლე

გაფართოებული ძიება
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი