მაგრად, მომწონს ფილმი "ადრენალინი", ჩვენც ასეთ დღეში ვართ, იძულებული ვართ "ვიცოცხლოთ"...
2. გიორგი ლომინაძე 2010-05-25 10:26:42
მაგარი ქვეყნაა საქართველო - ხალხმა ინგლისურად კითხვა არ იცის, მაგრამ თამად მსჯელობს აშშ-ის
1. მესამე მოდელიც არსებობს - საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე ოპტიმალურია საქართველოსთვის და შესაბამისი არგუმენტებიც გამაჩნია, თუკი ვინმეს აინტერესებს. მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს - თითქოს მხოლოდ ორი, საქართველოსთვის უვარგისი, მოდელი არსებობდეს - ნახევრად საპრეზიდენტო (შარმანაშვილის მიერ შემოთავაზებული) და საპრეზიდენტო (ლევან რამიშვილის მიერ შემოთავაზებული).
2. ფედერალურ მოწყობას (რამიშვილის "შტატები") რაც შეეხება - აშშ-ში საპრეზიდენტო მმართველობა ნაწილობრივ ამართლებს იმის გამო, რომ აშშ ფედერაციაა. საქართველო ფედერაცია არ არის. მე ფედერაციის (თუნდაც, ვირტუალურის) საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვერ ვხვდები რა ლოგიკაა იმაში ჩადებული, რომ უვარგის საპრეზიდენტო მოდელს ფედერაციული მოწყობა მიაბა მისი უვარგისობის ნაწილობრივ დასაბალანსებლად. მეორე მხრივ, თუკი ფედერაციული მოწყობაა მიზანი, ეგ მოწყობა ზუსტად იგივე წარმატებით შეიძლება განხორციელდეს საპარლამენტო მოდელის პირობებში.
3. დეფიბრილატორებს რაც შეეხება - მაგ ტიპის თანამედროვე დეფიბრილატორები ავტომატიკაზეა და მხოლოდ მაშინ მოქმედებენ, როცა საჭიროა - http://en.wikipedia.org/wiki/Automated_external_defibrillator
4. დიაბეტურ კომას ტკბილის ჩადება არ შველის - ბ-ნი ნოდარი ჰიპოგლიკემიურ კომას გულისხმობს, ალბათ. :)
3. გიორგი ლომინაძე 2010-05-25 21:38:58
შესწორება:
ჩემი წინა კომენტარის ეს სიტყვები - "მაგარი ქვეყნაა საქართველო - ხალხმა ინგლისურად კითხვა არ იცის, მაგრამ თამად მსჯელობს აშშ-ის" - შემთხვევითაა გადმოკოპირებული და, თუ შეიძლება, ნუ გაითვილისწინებთ, ან, თუ შესაძლებელია, წაშალეთ. :)
2010-05-24 14:12:30
2010-05-25 10:26:42
2010-05-25 21:38:58