მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2011 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა გაინაღდა, შაბათს რუმინეთთან თამაშს მაინც პრინციპული დატვირთვა ექნება. საქმე ისაა, რომ "ბორჯღალოსნებს", როგორც "ერთა თასის" მფლობელებს, უმთავრეს კონკურენტთან ტიტული აქვთ დასაცავი.