მიხაელ შუმახერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ფორმულა 1-ში მას შემდეგაც გააგრძელოს გამოსვლა, როცა 2012 წელს, "მერსედესთან" გაფორმებული სამწლიანი კონტრაქტი ამოიწურება.მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი იმ დროისთვის 43 წლის იქნება, თუმცა თავად აღიარებს, გარანტია იმისა, რომ მაშინვე დაანებებს სპორტს თავს, არ არსებობს.