ყოფილი საპატიო კონსული ციხის საავადმყოფოს ექიმებს უნდობლობას უცხადებს
კოტ დივუარის ყოფილი საპატიო კონსული ერმილე თორთლაძე, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის არის მსჯავრებული, უნდობლობას უცხადებს ციხის საავადმყოფოს ექიმებს და აცხადებს, რომ მას მიზანმიმართულად სჯიან ევროპის სასამართლოსადმი აქტიური მიმართვების გამო.