ქალბატონო თამარ! ძალიან სასაიამოვნოა, როდესაც თეატრის ბედით დაინტერესებული ადამიანის წერილს ვკითხულობ,ადამიანის რომელსაც თეატრალური ხელოვნებაც ესმის, თანამედროვე ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების პროცესში აქტიურადაა ჩართული და პიესებსაც კითხულობს. ამდენად ცოტა უცნაურად მეჩვენება თქვენი ბრალდება, რასაკვირველია შერბილებული ფორმით ქალბატონ მანანა ანთაძის მიმართ,რომელმაც დიდი შრომა გაწია, რომ დღეს სახეზე განსახილველად 80 პიესა გვქონოდა. ფაქტი მის გადაწყვეტილების მიღებების ერთპიროვნებულობაზე, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და არა მგონია, რომ ჟიურის რომელიმე წევრს ეს ზეწოლა ოდესმე ეგრძნოს, პირიქით ქალბატონი მანანა შეგნებულად ყოველ შეხვედრაზე ხაზს უსვამდა იმას რომ იგი გადაწყვეტილებებს არ ღებულობს და უფრო მეტიც, თავის აზრს წაკითხული პიესების შესახებ მხოლოდ კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ახმოვანებდა და თანაც ძალიან ვიწრო წრეში. დამიჯერეთ, ამას ქალბატონი მანანას დასაცავად არ ვწერ. როგორც თქვენ სტატიაში მიუთითეთ, მე ნამდვილად ამ კონკურსის ჟიურის წევრი ვარ დაარსების დღიდან და უშუალო მოწმე გახლავართ იმისა, რაც ზემოთ მოგახსენეთ. როდესაც სასიკეთო საქმე კეთდება, ნუ იქნებით მისდამი გაღიზიანებული, ნუ ჩადებთ თქვენს მიმოხილვაში ინტრიგანულ მუხტს და ნუ დაწყვეტ გულს ადამიანებს, რომლებმაც მართლაც მთელი სულითა და გულით იშრომეს. გასული წლის კონკურსის შედეგები ისტორიული თვალსაზრებით შეიძლება მოსახსენებელი ყოფილიყო, მაგრამ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ამის გაცხადება რომ ჟიურის წევრები თვლიდნენ "საუკეთესოები სხვები იყვნენო" აუცილებლობას წარმოადგენდა?
კიდევ ერთხელ ვწუხვარ რომ ასეთი სახის შენიშვნები გამოვთქვი თქვენი მომოხილვის მიმართ, მაგრამ სიმართლე მხოლოდ ესაა.
2. ლაშა 2010-02-12 18:21:36
საოცარი ამბები ხდება, კონკურსი კარგია, ძალიან მაგარი და ეროვნული საქმე, ამას ვიტყვი ყოველთვის, მაგრამ მე უკვე ყოფილი ჟიურის წევრი (შარშანდელი) ვიტყვი, რომ ჟიური ადეკვატური უნდა იყოს, თაკოს ბარემ რომ აღენიშნა ამ კონკურსის დიდი მნიშვნელობა, მასთან პრეტენზია არ მექნებოდა. მანანა ანთაძე აკეთებს ძალიან დიდ საქმეს, ხალხო წელიწადში 70-ზე მეტმა კაცმა დაწერა პიესა ამ კონკურსის ხათრითაც ალბათ, ესე იგი ფონდი მისიას ასრულებს, მაგრამ თაკოც რომ მართალია რაღაც რაღაცეებში ესეც ფაქტია, მომიტევეთ ყველას :))))
3. ირაკლი 2010-02-13 18:36:02
ძალიან კარგი კონკურსია, მეამაყება რომ ჯიურის წევრი ვარ, მაგრამ მგონია რომ სანანებელი გამიხდება. ჟიურის გადაწყვეტილება უნდა იყოს მთავარი და არა "თამაში". ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება 8 თებერვალს და ის უნდა იყოს შეუცვლელი. ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად იქნება, თუ მართლა გაითვალისწინებენ 8 თებერვლის გადაწყვეტილებას.
4. სალომე 2010-02-15 01:40:07
ხომ შეიძლება ეს დიდი ეროვნული საქმე პატარა სასწაულების გარეშე მოხდეს? სასწაული შემდგომში მდგომარეობს: დგანან ჟიურის წევრები და ელიან საკუთარი გადაწყვეტილების გახმიანებას. ხოდა, რა ესმით? სულ სხვა არჩევანი გაუკეთებიათ და არ იცოდნენ, ვერ გაიგეს, ვერ შეამჩნიეს. ანდა იცოდნენ, მაგრამ აღიარება მოერიდათ და სასწაულს დააბრალეს. არის კიდევ სხვა ტიპის სასწაულები, მაგალითად ასეთი. ერთ კრიტიკოს ბოლომდე ეგონა რომ ჟიურის წევრი იყო, ამ ჟიურის შესახებ იმასაც აცხადებდა , რომ ის 20 ადამიანისგან შედგებოდა, მაგრამ ნუ იტყვით და არა, ის არცერთ თათბირზე არ დაუპატიჟიათ. დღემდე ვერ გაურკვევია კრიტიკოს მისი აზრი გათვალისწინებული იყო, თუ არა. ამ ჟიურის შესახებ კიდევ უთვალავი სასწაული გვსმენია ბატონობო და რა ვქნათ?! აი, ასე კეთდება მართლაც დიდი საქმეები ქართულად და საქართველოში. თუ ამ "წვრილმანებზე" ყველა თვალს დახუჭავს, მაშინ ეს კარგი წამოწყება თავად იდეის ავტორებსაც ქაოსად ექცევა.
და მაინც, წარმატებებს ვუსურვებ სასწაულმოქმედ ჟიურის.
პ.ს. გამარჯვებულებს შორის იყო ერთი ისეთი პიესა, რომელიც შემდეგ რუსთაველში "ჩიტკებზე" წაიკითხეს. ჟიურის წევრების დიდმა უმრავლესობამ ვერ გაუძლო ამ პიესის კითხვის სმენასაც კი...
5. ავტორი 2010-02-15 16:08:24
მაია ოდიშარია აცხადებს,რომ წლევანდელ კონკურსზე განსახილველად 76 პიესა შემოვიდა,გოგი ყაჯრიშვილი კი 80-ს ასახელებს და რა გამოდის? ჟიურის წევრებმა სხვადასხვა რაოდენობის პიესები განიხილეს?
ლაშა,სტატიის კითხვისას რომ არ გამოგრჩენოდა ადგილი, სადაც კონკურსის იდეის მნიშვნელობაზე ვწერ,"ბარემ რომ აღენიშნა"-ო არ დამიწერდი...
6. ლაშა 2010-02-16 12:32:50
ვეთანხმები ირაკლი გოგიას, ჟიურის წევრს, დაბნეული ვარ როგორც ჟიურის წევრი, არ ვიცი ვარ, თუ არა, კონკურსის ორგანიზატორებმა ყური მოკრეს, რომ მე პიესების წაკითხვა ვერ მოვასწარი და ჩემთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე და გაფრთხილების გარეშე შემთხვევით ვიგებ, რომ ჟიურის წევრი არ ვარ, თუ ის 9 კაცია ჟიურის წევრი, აბა 20 საიდან? სულ სხვადასხვა ადამიანები სახელდება ამ კონკურსის ჟიურის წევრებად, შარშანდელ კონკურსზე მე ბოლომდე არ ვიცოდი ვინ იყო ჟიურის წევრები, რადგანაც, როგორც კონკურსის ორგანიზატორები გვეუბნებოდნენ კიდევ არის სამი ადამიანიო და დღემდე არ ვიცი ის სამი ვინ არის, ჰოდა, იმ სამმა გადაწყვიტა მაშინ გამარჯვებულები, ჩვენ ათზე მეტი ვიყავით და მივიღეთ გადაწყვეტილება, მაგრამ იმ ინკოგნიტო სამმა გადაგვწონა და შედეგები შეცვალა, ამაზეა საუბარი, სიმართლე გითხრათ, სულ არ მიღირს ამ თამაშში მონაწილეობის მიეღება, მაგრამ ფაქტია რომ აბსურდულ ლალი კეკელიძეს ვიღაც ყოველწლიურად ძალიან ლობირებს, როგორ ხალხო კეკელიძე ბუღაძეს, ბართაიას და სამსონაძეს სჯობს დრამატურგიაში? სამსონაძის და ბუღაძის ყველაზე ცუდი პიესა მირჩევნია კეკელიძეს აბსურდულ შედევრებს, იმ პიესებში ამბავი და დრამატურგიული სტრუქტურაა მაინც...
აღარ ვიცი საით ვარ ოფიციალურად დღესაც, ვარ ჟიურის წევრი, თუ არა..ანდა რომ ვიყო ამით რა, მაინც არაფერი იცვლება, მივიღებთ გადაწყვეტილებას და კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე ჩვენთვის ნათელი გახდება კიდევ სხვა ინკოგნიტო ჟიურის წევრები, რომლებიც საბოლოოდ გადაწონის გამჭირვალე ჟიურის...
7. ლაშა 2010-02-16 12:35:46
თაკო რაც შეეხება შენს სტატიას, ფაქტიურად შენ გააჟღერე დროულად მოსაზრება, რომელიც სიმართლეს ემყარება და საბედნიეროდ შენი მოსაზრება და ეჭვები მიიღო ადეკვატურად კონკურსის ორგანიზატორებმა... იმედია პრაქტიკულად გაითვალისწინებს და რეალურად განახორციელებს, ასე რომ შენ დიდი მისია შეასრულე და მადლობის მეტი არაფერი ეთქმის ჟIურის იმ წევრებს, რომლებიც ჩემნაირად ფიქრობენ და თავად კონკურსის ორგანიზატორებს
8. სალომე 2010-02-17 13:13:37
რა დღეში ჩაუგდიხარ ანთადძეს ჩემო ლაშა :((
და ჟიურის წევრებმა ადეკვატურად მიიღესო და აი, აქ მეცინება :)) იმიტომ რომ პათეტიკაა ცარიელი და იმიტომაც რომ ადეკვატურობის ხარიხსი ძალიან დაბალია ამ შემთხვევაში და ზოგადადაც. მაგრამ ნეტარ არიან მორწმუნენი...
პ.ს. ბატონო ლაშა, დროუალდ გაარკვიეთ თქვენს ხმას იყენებენ თუ არა, იმიტომ რომ მერე საოცარი შედეგი რომ დადგება ეჭვები შეგაწუხებთ, ვაი თუ ხმა უღირსს თქვენ მიეცით, ისე რომ ეს არც იცით...
9. მაია ოდიშარია 2010-02-18 14:16:39
ყველაფერი დავიწყოთ თავიდან... ის საქმე რასაც ქ-ნ მანან ანთაძე აკეთებს და ემსახურება, დამეთანხმებით – შეუფასებელია. არ მოვყვები დითირამბებს, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ქართული თეატრი ვერ იარსებებს ქართული დრამატურგიის გარეშე.
კონკურსის დააასებიდან წინა კუნკურსამდე დაფარული იყო ჟიურის წევრების ვინაობა და მათ შორის დრამატურგების ვინაობა. მხოლოდ და მხოლოდ ობიექტურობის მიღწევის თვალსაზრისით.არსებობდა შეფასების 10 ქულიანი სისტემა და ჯამდებოდა სუფთა მათემატიკური თვალსაზისით.
შარშან წინ ქ-ნ მანანამ ჟიურის წევრებს შესთავაზა, მრგვალი მაგიდის პრინციპით, გვემსჯელა თითოეულ პიესაზე და გამოგვეთქვა საკუთარი აზრი. ჟიურის წევრთა ნაწილმა გამოთქვა სურვილი დარჩენილიყო ინკოგნიტოდ. იმ დღის შეკრებილმა ჟიურის წევრებმა საკუთარი შეფასებები შეკრიბეს, ყოველმა მათგანმა იცოდა, რომ კიდევ დარჩენილი იყო რამოდენიმე პიროვნება, რომელთა შეფასებებიც დაემატებოდა. სამწუხაროდ ჟიურის წევრებმა ჯერ დაუსრულებელი შედეგები ამცნეს „გამარჯვებულ დრამატურგებს“. ანუ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს. ყოველივე ზემოთხსენებულმა გამოიწვია ეს გაუგებრობა, რომელიც დღემდე არ ასვენებს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილს.
თაკო კიკნაველიძის სტატიის შემდგომ ქ-ნ მანანა ანთაძემ შეეკრიბა ჟიურის წევრები, და კიდევ ერთხელ განუმარტა პირობები (ზოგიერთ) ჟიურის წევრს. რასაკვირველია მათ მაინც დაარღვიეს პირობა და თამამად აცხადებენ გამარჯვებულებს.
აუცილებლად მინდა ვუპასუხო ლაშა ჩხარტიშვილის. მე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მომწონს ლალი კეკელიძის დრამატურგია. ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ პროფესიით თეატრმცოდნეს - ბუღაძის, სამსაონაძისა და ბართაიას დრამატურგია გაუხდია შეფასების კრიტერიუმად. არცერთ ზემოთხსენებულ დრამატუგთან არ მაქვს პრეტენზია, უბრალოდ, ყველ გენიოსს აქვს მეტნაკლებად საინტერესო ქმნილება. მინდა ბატონ ლაშას რჩევა მივცე - წაიკითხე პიესები , გულისყურით იხილე სპეაქტაკლები, რომ კიდევ ერთხელ დანამდვილებით იცოდე ეს შენი სფეროა თუ არა! შეიძლება არ მოგწონდეს ესა თუ ის ჟანრი, მაგრამ უნდა გესმოდეს მისი მნიშვნელობა.
10. ლაშა ჩხარტიშვილი 2010-02-18 17:26:34
ამას უპასუხოდ ვერ დვტოვებ:
ჯერ ერთი ჩემო მაია, შენი კომენტარი რამდენჯერმე წავიკითხე, რომ აზრი გამომეტანა რა პრეტენზია გაქვს ჩემთან, იმიტომ რომ შენი მოსაზრება ნათლად არ გაქვს ჩამოყალიბებული. მაიკო, იმედია მე არ მგულისხმობ იმ ჟიურის წევრთა სიაში, რომლებმაც დაუსრულებელი შედეგები ამცნეს გამარჯვებულ დრამატურგებს, ვინაიდან პირველი გამარჯვებულების გამოვლენისას მე არ ვიყავი საქმის კურსში და აზრზე არ ვიყავი რა გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ. ასე რომ მე რა მასვენებს და რა არა, ეგ შენი მოსაზრება საერთოდ უსაფუძვლოა, რომ არაფერი ვთქვათ უტაქტობაზე შენი მხრიდან, რასაც არავითრ შემთხვევაში მე შენგან არ მივიღებ ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ამ მიზეზებზე შენგან განსხვავებით მე არ დავწერ, ცალკე გეტყვი, ოღონდ არა კინომსახიობთა თეატრში, არამედ სხვა თეატრში თუ სადმე მოგკარი თვალი ოდესმე :) შენ ბრალს მდებ იმაში, რომ მე გამოვაცხადე გამარჯვებულები, მაშინ დამიმტკიცე და ასე დასაბუთებულად ნუ მდებ ბრალს, თუ ეს შენი მოსაზრებაა, მაშინ დაწერე რომ ასეთი ეჭვი გაქვს, თეატრმცოდნე ხარ ბოლო ბოლო და პსუხისმგებლობით უნდა მოეკიდო ყოველ სიტყვას....
და იმაზეც გეტყვი, წესით არ უნდა მიღირდეს ასეთ უთანასწორო პოლემიკაში მონაწილეობის მირება, მაგრამ როგორც შენზე უფროსს მხოლოდ ასაკით გაგცემ პასუხს და როგორც მშვენიერ ოჯახის ქალს და პატივსაცემ დედას: რომ კეკელიძის ფონზე საზომი დრამატურგიაში ირაკლი სამსონაძე ნამდვილად არის, უბრალოდ მგონია, რომ შენ გაქვს სნობური დამოკიდებულება რიგ საკითხებთან დაკავშირებით, იგივე დრამატურგებთან მიმართებაში.
ვერც შენს ბოლო რჩევას მივიღებ, რომ პიესები წავიკითხო, მით უმეტეს თეატრებში ვიარო და ვნახო სპექტაკლები... მეცინება ამაზე, ეს რომ მითხრას სხვამ, კიდევ ჰო, მაგრამ შენგან ჭკუის დარიგებას ნამდვილად არ მივიღებ. და ის, რაც შენ აქ დაწერე დსკვნის სახით არის ტიპიური შეურაცხყოფა, შეურაცყოფზე კი მხარეები გადადიან მაშინ, როდესაც იბნევიან, პასუხები არ აქვთ ან შესაბამისი ცოდნა კონკრეტული საკითხების მიმართ, გულისყურით, რომ ვუყურე შენი ფავორიტი კეკელიძის სპექტაკლს პუნქტი #0, ნოლოვან შკალას რომ ვერ სცილდება მართლა, არ უნდა არსებობდეს! უნდა იყოს მხატვრული ცენზურა თეატრებში და ყველა წამოწყება ექსპერიმენტის ნიღაბს ამოფარებული არ უნდა იყოს. და აბსურდი ზოგადად მიყვარს, კეკელიძის აბსურდის გარდა ყველა ავტორი. ამის უფლება მაქვს და ნუ მაძალებ ვაღმერთებდე ლალი კეკელიძის რეჟისურასა და დრამატურგიას, ღმერთმა ქნას მის შემოქმედებას ჩემს გარდა ოპონენტი არავინ ჰყავდეს.
11. ირინა 2010-02-18 20:12:38
სიტყვა "ცენზურა" ბავშვობიდან მეზიზღება, მით უფრო თეატრში, მით უფრო "მხატვრული". ლაშა, რა დაგემართა??? და საერთოდ,რაზე ბჭობთ,ან ერთმანეთს რას უმტკიცებთ??? სიტყვებს,სიტყვებს,სიტყვებს?! ეს შექსპირია, მე არ დამაბრალოთ!
12. ლაშა 2010-02-19 18:22:38
სიტყვა ცენზურა შეიძლება მეც მძულდეს, მაგრამ იმედია გესმით ქალბატონპო ირინა რა მოტივით ვიყენებ, უცენზურობამ და ნამეტნავმა დემოკრატიამ ავნო ქართულ თეატრს ზოგადად, ჯერ ერთი სათქმელი დაკარგა და მეორეც ყველას, პროფესიონალს, თუ არაპროფესიონალს საშუალება მიეცა დაედგა პროფესიულ სცენაზე, ამან კი სავალალო შედეგები გამოიღო ფაქტია...
13. სოფო კილასონია 2010-02-25 23:14:14
ძვირფასო მკითხველებო, ძალიან გთხოვთ პირადი საკითხების, უთანხმოებისა თუ დამოკიდებულებების აქ განხილვას ნუ შეუდგებით.
მართლაც დიდი პატივისცემით...
2010-02-11 21:47:44
2010-02-12 18:21:36
2010-02-13 18:36:02
2010-02-15 01:40:07
2010-02-15 16:08:24
2010-02-16 12:32:50
2010-02-16 12:35:46
2010-02-17 13:13:37
2010-02-18 14:16:39
2010-02-18 17:26:34
2010-02-18 20:12:38
2010-02-19 18:22:38
2010-02-25 23:14:14