RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
5 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

ატარა ჭიქებით

ქართული სადღეგრძელოების პოლონური კრებული

24 საათი 20.06.10

  •   aa
    ქართული სადღეგრძელოების პოლონური კრებული
  •   aa
    "აბრაუ-დიურსოს" ფრანგი ძმა
  •   aa
    ბულგარული ლუდი მკერდს ზრდის
  •   aa
    კოპენჰაგენის კულინარიული ფესტივალი

ქართული სადღეგრძელოების პოლონური კრებული

რამდენიმე დღის წინ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართული სადღეგრძელოების პირველი კრებული "ქართული სადღეგრძელოები - მსოფლიო ნადიმის მივიწყებული ხელოვნება" (TOASTY GRUZICSKIE ZAPOMNIANA SZTUKA ZWIATOWEJ BIESIADY) გამოვიდა.

წიგნის ავტორი გახლავთ გიორგი მაღლაკელიძე, რომელიც უკვე 10 წელია, პოლონეთში ცხოვრობს. გიორგის თქმით, მას ხშირად უწევდა სხვადასხვა წვეულებებზე დასწრება და როგორც ქართველს, თამადობასაც სთხოვდნენ ხოლმე. პოლონელები მოიხიბლნენ თამადობისა და სადღეგრძელოების წარმოთქმის ქართული ტრადიციით, რამაც გიორგის სადღეგრძელოების ერთად თავმოყრა და წიგნად გამოცემა გადააწყვეტინა. სადღეგრძელოების შეგროვებას, თარგმნას და სხვა ტექნიკურ სამუშაოებს ორწლიანი მუშაობა დაჭირდა. კრებულში სულ 56 ტრადიციული ქართული სადღეგრძელოა შესული. წიგნის გაფორმება ავტორმა საქართველოზე შეყვარებულ მხატვარს, ანა კულაკს მიანდო. მხატვარმა ქართულ თემატიკაზე 200 ილუსტრაცია შექმნა, მათგან წიგნში 80 ილუსტრაცია შევიდა. თავდაპირველად კრებულის 500 ეგზემპლარის გამოცემა იგეგმებოდა, მაგრამ ფირმა "მარანის" კეთილი ნების წყალობით წიგნის ტირაჟი 1000-მდე გაიზარდა. გიორგი მაღლაკელიძე იმედოვნებს, რომ ეს წიგნი კიდევ უფრო გააღრმავებს ქართველ და პოლონელ ხალხთა მეგობრობას, მათ დაინტერესებას ჩვენი ტრადიციებისადმი, რაც, თავის მხრივ, საქართველოში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"აბრაუ-დიურსოს" ფრანგი ძმა

კომპანია SVL-მა, რომელიც "აბრაუ-დიურსოს" საკონტროლო პაკეტის მფლობელია, შამპანურის სახლი Chateau d`Avize შეისყიდა. კოტ დე ბლანის რეგიონში განთავსებული მეურნეობა, სადაც grand cru-ს კატეგორიის ყურძენი მოჰყავთ, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა. გარდა საწარმოო კომპლექსისა, მასში ღვინის შესანახი ახალი და ძველი სარდაფებიც შედის, რომელთა საერთო მოცულობაც 5 მილიონ ბოთლზეა გათვლილი. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს სახლი მსოფლიოში შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლის Moet&Chandon-ის მფლობელობაში იყო, მაგრამ ბოლო დროს ამ სასმელზე საგრძნობლად შემცირებული მოთხოვნის გამო მეპატრონე იძულებული გახდა, საწარმო გაეყიდა. კომპანიის ახალი მფლობელი გეგმავს უმოკლეს დროში გამოუშვას ბაზარზე შამპანური მარკით Chateau d'Avize და Louis XIV. ამ მიზნით მან იჯარით აიღო grand cru-ს კატეგორიის 20 ჰექტარი ვენახი. ახალი შამპანურის პირველი პარტია ბაზარზე 2011 წლის ბოლოსთვის გამოვა. კომპანიის ახალი მფლობელები იმედოვნებენ, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მათი ბრუნვა საგრძნობლად გაიზრდება და წელიწადში 1,5 მილიონი ბოთლი შამპანურის გაყიდვას შეძლებენ.

ბულგარული ლუდი მკერდს ზრდის

ბულგარელი ლუდის მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი ლუდი, სახელად Boza, ქალთა სქესის (და არა მარტო) ოცნებებს რეალობად ხდის და მკერდის ზრდას უწყობს ხელს. ლუდის ეს სახეობა ფერმენტირებული ხორბლისა და საფუარისგან მზადდება და თავდაპირველად სპეციალურად მეძუძური დედებისთვის შეიქმნა. თუმცა მალე ქალებმა, რომლებიც ამ ლუდს სვამდნენ, განაცხადეს ლუდის ჯადოსნური თვისების შესახებ - აღმოჩნდა, რომ ის სარძევე ჯირკვლების ზრდას უწყობს ხელს. ამ სიახლემ ლუდი Boza ერთობ პოპულარული გახადა და მის დასალევად ქალები მთელი ევროპიდან ბულგარეთისკენ დაიძრნენ.

თუმცა სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ ლუდში განსაკუთრებული არაფერია და ამგვარი აჟიოტაჟი მხოლოდ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ატეხილი მორიგი სარეკლამო ტრიუკია.

ჩეხები ლუდის ფხვნილის დაპატენტებას ითხოვენ

ლუდის ჩეხ მწარმოებლებს სურთ ფხვნილის ლუდის დამზადების ტექნოლოგია დააპატენტონ. ჩეხეთის ლუდის წარმოების კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა შესაბამის ორგანოებში ამის თაობაზე განაცხადი უკვე შეიტანეს. მათი თქმით, ესაა უნიკალური ტექნოლოგიის მიხედვით შექმნილი ლუდის ფხვნილი-კონცენტრატი, რომელიც საშუალებას მისცემს ტურისტებსა და სხვებს, ვისაც ცივილიზაციისგან მოშორებით უწევს ხოლმე ყოფნა, ნებისმიერ დროს ისიამოვნონ ჩეხური ლუდით. ჩეხი ტექნოლოგების განაცხადი პატენტის გაცემის თაობაზე არ დააკმაყოფილეს, თუმცა ისინი დანებებას არ აპირებენ და საკითხის ხელმეორედ განხილვას მოითხოვენ.

ლუდის ფხვნილი მანამდე გერმანიასა და სამხრეთ კორეაშიც დააპატენტეს, მაგრამ ამ კონცენტრატის მიღების სრული ტექნოლოგიური ციკლი და დეტალები დაწვრილებით მხოლოდ ჩეხებს აქვთ აღწერილი. ჩეხეთის ლუდის წარმოების კვლევითი ინსტიტუტი ლუდის კონცენტრატებს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან აწარმოებს და ყიდის. თავდაპირველად კონცენტრატი პასტისმაგვარი მასა იყო, შემდეგ დაიწყეს მისგან წყლის გამოდევნა და შედეგად, მისი ფხვნილად გადაქცევა.

ჩეხეთი ყოველწლიურად 20 ტონა ლუდის კონცენტრატს ყიდის სხვადასხვა ქვეყანაში, შიდა წარმოებისთვის კი მხოლოდ 1 ტონა კონცენტრატს იყენებს.

Foster's შესაძლოა ჩინელები დაეპატრონონ

ჩინური კომპანია Bright Food Group Co. მზადაა 3.3 მილიარდი დოლარი გადაიხადოს ავსტრალიური ლუდის მწარმოებელი კომპანია Foster's-სთვის, იუწყება Australian Financial Review. Foster's ავსტრალიური ფირმაა, რომელსაც 160 წლის წინ ჩეყარა საფუძველი, დღესდღეობით კომპანია დაახლოებით 150 დასახელების სასმელს აწარმოებს. ჩინური Bright Food Group Co. მართალია, მხოლოდ 2006 წელს დაარსდა და სრულიად ახალგაზრდა კომპანიაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საკმაოდ მალე დაიმკვიდრა თავი ბაზარზე და მისი პოტენციალი ყოველწლიურად იზრდება.

კოპენჰაგენის კულინარიული ფესტივალი

ამა წლის 21-30 აგვისტოს კოპენჰაგენში ყოველწლიური კულინარიული ფესტივალი Copenhagen Cooking ჩატარდება. ფესტივალის მასპინძლები სტუმრებს უამრავ ღონისძიებასა და კონკურსს, აგრეთვე კულინარიულ მასტერ-კლასებსა და სხვადასხვა კერძების დეგუსტაციას შესთავაზებენ. გურმანთა ამ დიდ დღესასწაულში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქის ყველაზე ცნობილი რესტორნები. გარდა ამისა, კოპენჰაგენის ყველა რაიონში ფერმერული მეურნეობების ბაზრობები გაიმართება. ფესტივალის მსვლელობისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დანიურ კულინარიულ ტრადიციებზე, რომლებიც ერთგვარად მივიწყებული იყო და რამდენიმე წლის წინ დანიელთა აქტიურობის წყალობით ხელახლა აღმოაჩინა მსოფლიომ.

ყველაზე პოპულარული
  1. ამბები >>

    aa
  2. სამართალი >>

    aa
  3. სამართალი >>

    aa
  4. ბიზნესი >>

    aa
  5. ბიზნესი >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. ბიზნესი >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. ბიზნესი >>

    aa
  10. უცხოეთი >>

    aa
  11. ბიზნესი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. ამბები >>

    aa
  14. ამბები >>

    aa
  15. ბიზნესი >>

    aa
  16. ბიზნესი >>

    aa
  17. მუსიკა >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. ამბები >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
  22. კალათბურთი >>

    aa
  23. სპორტი >>

    aa
  24. სპორტი >>

    aa
  25. სპორტი >>

    aa
  26. ამბები >>

    aa
  27. მუსიკა >>

    aa
  28. საზოგადოება >>

    aa
  29. პოლიტიკა >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. პრესომბუდსმენი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  34. საზოგადოება >>

    aa
  35. სტილი >>

    aa
  36. სპორტი >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. მარანი >>

    aa
  40. მარანი >>

    aa
  41. მარანი >>

    aa
  42. მარანი >>

    aa
  43. მარანი >>

    aa
  44. კულინარია >>

    aa
  45. კულინარია >>

    aa
  46. კულინარია >>

    aa
  47. კულინარია >>

    aa
  48. კულინარია >>

    aa
  49. კულინარია >>

    aa
  50. კულინარია >>

    aa
  51. კულინარია >>

    aa
  52. კულინარია >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
  58. წიგნები >>

    aa
  59. წიგნები >>

    aa
  60. წიგნები >>

    aa
  61. მეცნიერება >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი