RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

ფორმულა 1-ის კალენდარი და ტრასების თავისებურებანი

ფორმულა 1-ის 2010 წლის სეზონი 19 ეტაპს მოიცავს. ჩემპიონატის კალენდარში პირველადაა შეტანილი სამხრეთ კორეის ეტაპი, კანადური დიდი პრიზი კი კალენდარს დაუბრუნდა. სეზონის წინ, კიდევ ერთხელ გაგაცნობთ ახალი ჩემპიონატის განრიგს და ტრასების თავისებურებებზეც მოგიყვებით:

24 საათი 11.03.10

  •   aa
    14 მარტი ბაჰრეინის დიდი პრიზი
  •   aa
    28 მარტი ავსტრალიის დიდი პრიზი
  •   aa
    4 აპრილი მალაიზიის დიდი პრიზი
  •   aa
    18 აპრილი ჩინეთის დიდი პრიზი
  •   aa
    9 მაისი ესპანეთის დიდი პრიზი
  •   aa
    16 მაისი მონაკოს დიდი პრიზი
  •   aa
    30 მაისი თურქეთის დიდი პრიზი
  •   aa
    13 ივნისი კანადის დიდი პრიზი
  •   aa
    27 ივნისი ევროპის დიდი პრიზი
  •   aa
    11 ივლისი ბრიტანეთის დიდი პრიზი
  •   aa
    25 ივლისი გერმანიის დიდი პრიზი
  •   aa
    1 აგვისტო უნგრეთის დიდი პრიზი
  •   aa
    29 აგვისტო ბელგიის დიდი პრიზი
  •   aa
    12 სექტემბერი იტალიის დიდი პრიზი
  •   aa
    26 სექტემბერი სინგაპურის დიდი პრიზი
  •   aa
    10 ოქტომბერი იაპონიის დიდი პრიზი
  •   aa
    24 ოქტომბერი სამხრეთ კორეის დიდი პრიზი
  •   aa
    7 ნოემბერი ბრაზილიის დიდი პრიზი
  •   aa
    14 ნოემბერი აბუ დაბის დიდი პრიზი

ფორმულა 1-ის 2010 წლის სეზონი 19 ეტაპს მოიცავს. ჩემპიონატის კალენდარში პირველადაა შეტანილი სამხრეთ კორეის ეტაპი, კანადური დიდი პრიზი კი კალენდარს დაუბრუნდა. სეზონის წინ, კიდევ ერთხელ გაგაცნობთ ახალი ჩემპიონატის განრიგს და ტრასების თავისებურებებზეც მოგიყვებით:

14 მარტი

ბაჰრეინის დიდი პრიზი

ბაჰრეინი, სახირი. ტრასის სიგრძე 6.297 კმ, 49 წრე, რბოლის დისტანცია 308.405 კმ. შარშანდელი გამარჯვებული ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი), "ბრაუნ GP". ერთ-ერთი საუკეთესო ტრასა კალენდარში, მაგრამ პილოტებს საქმეს ქარის მიერ ტრასაზე მოტანილი ქვიშა ურთულებს. შარშან ტრასის სიგრძე 5.412 კმ იყო, მაგრამ რესტავრაციის შემდეგ, ის თითქმის კილომეტრით დაგრძელდა. ახალი სეგმენტი მეოთხე მოსახვევის შემდეგ ჩაემატა, რომელიც რამდენიმე მოსახვევს მოიცავს.

28 მარტი

ავსტრალიის დიდი პრიზი

მელბურნი, ალბერტ პარკი. 5.303 კმ, 58 წრე, 307.574 კმ. ბატონი. რბოლა ადგილობრივი დროით 17:00 საათზე იწყება, რაც რბოლების ევროპელი ტელემაყურებლისთვის გაწეული ხარკია. ეს კი სირთულეს იმ კუთხით ქმნის, რომ ჩამავალი მზე პილოტების მხედველობას აუარესებს.

4 აპრილი

მალაიზიის დიდი პრიზი

 

კუალა ლუმპური, სეპანგი. 5.543 კმ, 56 წრე, 310.408 კმ. ბატონი. რბოლა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე იწყება (ესეც ევროპელების ხათრით). მალაიზიური დახუთული ჰაერი პრობლემას უქმნის პილოტებსაც და ტექნიკასაც.

18 აპრილი

ჩინეთის დიდი პრიზი

შანჰაი. 5.451 კმ, 56 წრე, 305.066 კმ. სებასტიან ფეტელი (გერმანია), "რედ ბული". ტრასა თანამედროვეა, თუმცა მასზე საინტერესო ევროპის ძველი ტრასებია. სამაგიეროდ, აქაური ტრიბუნა 200 000 მაყურებელს იტევს.

9 მაისი

ესპანეთის დიდი პრიზი

ბარსელონა, ცირკვირ დე კატალუნია. 4.655 კმ, 66 წრე, 307.104 კმ. ბატონი. ამ ტრასაზე ჩემპიონატის მონაწილენი ყველაზე მეტ

 

მანძილს გადიან, რადგან მასზე სეზონისწინა ტესტები ტარდება. ესპანეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ორ რბოლას მასპინძლობს.

16 მაისი

მონაკოს დიდი პრიზი

მონტე კარლო. 3.340 კმ, 78 წრე, 260.520 კმ. ბატონი. ლეგენდარული ტრასა, რომელიც ქალაქ-სახელმწიფოს ქუჩებში გადის. გზის სივიწროვის გამო, მასზე გასწრება უკიდურესადაა გართულებული. ეს კი კვალიფიკაციის შედეგებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

30 მაისი

თურქეთის დიდი პრიზი

სტამბული. ისტანბულ პარკი. 5.338 კმ, 58 წრე, 309.396 კმ. ბატონი. კალენდარში სულ სამი ისეთი ტრასაა, რომელზეც პილოტებს რბოლა საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგოდ უწევთ და ერთ-ერთი მათგანი ისტანბულ პარკია (დანარჩენია ბრაზილიის ინტერლაგუში და სინგაპური). ეს ტრასა სტამბულის აზიურ ნაწილში მდებარეობს და ის სწრაფი მოსახვევებით, სპა ფრანკორშანის ტრასას ჰგავს.

13 ივნისი

კანადის დიდი პრიზი

მონრეალი, ჟილ ვილნევის სახელობის ტრასა. 4.361 კმ, 70 წრე, 305.270 კმ. შარშან ეს რბოლა არ ჩატარებულა. ავტოდრომი მდინარე წმინდა ლავრენტის შუაში მდებარე ხელნაკეთ კუნძულ ნოტრ დამზე მდებარეობს. ეს კუნძული 1976 წელს, დიდი საერთაშორისო გამოფენა "ექსპოსთვის" შეიქმნა და იქაურ ტრეკზე პირველი რბოლა 1978 წელს ჩატარდა.

27 ივნისი

ევროპის დიდი პრიზი

ვალენსია. 5.419 კმ, 57 წრე, 308.883 კმ. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია),"ბრაუნ GP". პირველად ეს ტრასა ჩემპიონატის კალენდარში 2008 წელს გაჩნდა და მისით ყველა უკმაყოფილო დარჩა. ეს ევროპაში მეორე საქალაქო ტრასაა (კალენდარში არსებულებს შორის).

11 ივლისი

ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი. 5.901 კმ, 52 წრე, 306.747 კმ. ფეტელი. ეს ის ტრასაა, რომელმაც 1950 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სეზონის პირველ რბოლას უმასპინძლა. ეს ფ1-ში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ტრასა იყო და ახალი სეზონის წინ, კიდევ უფრო დაგრძელდა. რბოლა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ემთხვევა.

25 ივლისი

გერმანიის დიდი პრიზი

ჰოკენჰაიმი. 4.574 კმ, 67 წრე, 306.458 კმ. მარკ უებერი (ავსტრალია), "რედ ბული". ეს ტრასა გერმანულ ნურბურგრინგთან ერთად, წელიწადში ერთხელ მასპინძლობს ფ1-ის ქარავანს.

1 აგვისტო

უნგრეთის დიდი პრიზი

ბუდაპეშტი, ჰუნგარორინგი. 4.381 კმ, 70 წრე, 306.630 კმ. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი). "მაკლარენი". პირველი რბოლა სოციალისტური ბანაკის რკინის ფარდის იქით. აღმოსავლეთ ევროპაში ის კვლავაც ერთადერთია. ტრასა ნელია და მასზე გასწრება დიდ სირთულეს წარმოადგენს.

29 აგვისტო

ბელგიის დიდი პრიზი

 

სპა ფრანკორშანი. 7.004 კმ, 44 წრე, 308.052 კმ. კიმი რაიკონენი (ფინეთი), "ფერარი". კლასიკური ტრასა, ყველაზე გრძელი ჩემპიონატში და მეორე უსწრაფესი. თუმცაღა, მას ყოველთვის ცოტა მაყურებელი ესწრება და ამიტომ, მის მფლობელებს ფინანსური პრობლემებიც აქვთ. აქაური ამინდის წინასწარმეტყველება ყოველთვის რთულია. განსაკუთრებით ცნობილია მისი მოსახვევი "ო რუჟი" (წითელი წყალი), რომლის გავლაც პილოტებისგან დიდ ოსტატობას მოითხოვს.

12 სექტემბერი

იტალიის დიდი პრიზი

მონცა. 5.793 კმ, 53 წრე, 306.720 კმ. ბარიკელო. ყველაზე ძველი და უსწრაფესი ტრასა ფ1-ში. ის მილანის ჩრდილო აღმოსავლეთით, პატარა ქალაქ მონცას სამეფო პარკში მდებარეობს. მასზე მანქანების სიჩქარე ხშირად 360 კმ/სთ-ს, საშუალო სიჩქარე კი 240 კმ/სთ-ს აღწევს.

26 სექტემბერი

სინგაპურის დიდი პრიზი

სინგაპური. 5.073 კმ, 61 წრე, 309.316 კმ. ჰამილტონი. ფ1-ში პირველი ღამის რბოლა სინგაპურში ჩატარდა. დიდი პრიზების კალენდარში შემავალი აზიური ეტაპებიდან, ეს პირველი ტრასაა, რომელიც ქალაქის ქუჩებში, სანაპირო ზოლ "მარინა ბეის" გზაზე გადის.

10 ოქტომბერი

იაპონიის დიდი პრიზი

სუზუკა. 5.807 კმ, 53 წრე, 307.573 კმ. ფეტელი. ეს ტრასა "ჰონდას" ეკუთვნის და სწრაფი მოსახვევების გამო ის პილოტებს ძალიან მოსწონთ.

24 ოქტომბერი

სამხრეთ კორეის დიდი პრიზი

კორეა ავტო ვოლი. 5.621 კმ, 55 წრე, 309.155 კმ. ეს ტრასა ახლა შენდება. ის სეულიდან სამხრეთ დასავლეთით, სამხრეთ ჩოლას რეგიონში, სანაპიროზე მდებარეობს.

7 ნოემბერი

ბრაზილიის დიდი პრიზი

სან პაულუ. ინტერლაგუში. 4.309 კმ, 71 წრე, 305.909 კმ. უებერი. ბოლო ხუთ სეზონში, ტიტულის ბედი ბრაზილიაში ირკვეოდა. ოღონდ, შარშანდლამდე, ის სეზონის ბოლო ეტაპი იყო. აქაც წვიმები ხშირია. ტრასა კი თავისი სწრაფი სწორი მონაკვეთებით და მოსახვევებით გამოირჩევა.

14 ნოემბერი

აბუ დაბის დიდი პრიზი

აბუ დაბი. იას მარინა. 5.554 კმ, 55 წრე, 305.355 კმ. ფეტელი. ინფრასტრუქტურასთან ერთად, რომელშიც სასტუმროც შედის, ამ ტრასის მშენებლობა 1 მილიარდი დოლარი დაჯდა. აბუ დაბის დიდი პრიზი პირველია ფ1-ის ისტორიაში, რომელსაც სტარტი დღის სინათლეზე მიეცა, ფინიში კი ხელოვნური განათების პირობებში ჰქონდა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი