RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

გუნდები 2010 წლის სეზონის წინ

მაკლარენი

24 საათი 11.03.10

  •   aa
    მაკლარენი
  •   aa
    მერსედეს GP
  •   aa
    რედ ბული
  •   aa
    ფერარი
  •   aa
    უილიამსი
  •   aa
    რენო
  •   aa
    ფორს ინდია
  •   aa
    ტორო როსო
  •   aa
    ლოტუსი
  •   aa
    ისპანია
  •   aa
    BMW ზაუბერი
  •   aa
    ვირჯინი

მაკლარენი

ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი)

ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი)

"მაკლარენი" მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის ერთადერთია, რომელსაც ორი ჩემპიონი პილოტი ჰყავს. ასეთი რამ ფ1-ს 1989 წლის შემდეგ არ ახსოვს. მაშინ "მაკლარენშივე" აირტონ სენა და ალენ პროსტი ასპარეზობდნენ. რა თქმა უნდა, ორივე ტიტულისთვის იბრძოლებს და ერთმანეთს ქულებს წაართმევენ, რამაც შესაძლოა, ტიტულისკენ გზა მეტოქე გუნდების პილოტებს გაუხსნას. იმავდროულად, გუნდს კონსტრუქტორთა პირველობაზე გამარჯვების რეალური შანსი აქვს, ამას კი მან ბოლოს 1998 წელს მიაღწია.

მერსედეს GP

მიხაელ შუმახერი (გერმანია)

ნიკო როებერგი (გერმანია)

კონსტრუქტორთა ჩემპიონ გუნდში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერის მოსვლა დიდი მოვლენაა. წითელ ბარონს კარიერაში 91 გამარჯვება აქვს მოპოვებული და ეჭვი არაა, ამ რიცხვის დამრგვალებას სამქიმიანებთან ერთად ეცდება. როსბერგს, ვინც მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონ კეკე როსბერგის შვილია, ჯერ რბოლაც არ მოუგია, თუმცა სეზონის წინა ტესტებზე ერთ-ერთი უსწრაფესი იყო. შუმახერი, გუნდის შეფი როს ბრაუნი და "მერსედესის" უსაზღვრო რესურსები იმის გარანტიაა, რომ ეს გუნდიც ტიტულის მაძიებელთა შორისაა.

რედ ბული

სებასტიან ფეტელი (გერმანია)

მარკ უებერი (ავსტრალია)

"რედ ბული" ერთადერთი ტოპ გუნდია, რომელსაც პილოტები არ შეუცვლია. ავსტრიულმა გუნდმა გასული სეზონის ბოლო სამი რბოლა მოიგო და ახლაც ფავორიტთა შორისაა. ამას კი ის ფაქტორიც შეუწყობს ხელს, რომ მის სამსახურში ფ1-ის საუკეთესო ინჟინერი ედრიან ნიუი დგას. ფეტელი ამ ეტაპზე საუკეთესო გერმანელი პილოტია, უებერმა კი შარშან რბოლები ფეხმტკივანმა მოიგო, ახალ სეზონს კი ტრავმული პრობლემების გარეშე იწყებს...

ფერარი

ფელიპე მასა (ბრაზილია)

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი)

სკუდერიას ფავორიტი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ალონსოა, რომელმაც გუნდში კიმი რაიკონენი შეცვალა. მას "ფერარის" და შუმახერის ტანდემი ორჯერ (2005 და 2006 წლებში) ჰყავს დამარცხებული და ახლა, იტალიურ გუნდში იმისთვის მოიწვიეს, რომ მესამე ტიტულს მათთან ერთად დაეუფლოს. სხვა თუ არაფერი, ალონსომ ტესტების დროს განაცხადა, ასეთი კარგი მანქანა ჯერ არ მყოლიაო. რაც შეეხება მასას, ის უნგრეთის შარშანდელი კვალიფიკაციის დროს მიღებულ უმძიმეს ტრავმებსაც გადაურჩა და ახლა მზადაა, ყველას დაუმტკიცოს, რომ ძველებურად სწრაფია. რა თქმა უნდა, ალონსოს იოლად ის არაფერს დაუთმობს. რაც შეეხება მანქანას, ტესტებზე ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

უილიამსი

რუბენს ბარიკელო (ბრაზილია)

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია)

2004 წლის შემდეგ, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი გუნდის პილოტებს ერთი რბოლაც არ მოუგიათ. "უილიამსს" არც ამ ჩემპიონატში აქვს უკეთესი შანსები, თუმცა უზარმაზარი გამოცდილებისა და მონდომების წყალობით, პელოტონის შუიდან წინ წაწევას ეცდება. ამაში მას ფ1-ის ყველაზე გამოცდილი პილოტი ბარიკელო დაეხმარება, რომელმაც შარშან დაამტკიცა, რომ ჯერ არ დაბერებულა. რაც შეეხება ჰულკენბერგს, ის ამომავალი ვარსკვლავია და ბევრი მას მომავალ ჩემპიონადაც მოიხსენიებს. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება "კოსუორტის" ძრავის შესაძლებლობები "უილიამსის" და მისი პილოტების ამბიციებს.

რენო

რობერტ კუბიცა (პოლონეთი)

ვიტალი პეტროვი (რუსეთი)

არცთუ დიდი ხნის წინ, "რენო" მოწინავე გუნდი იყო. მაგრამ ახლა პელოტონის შუაშია და დიდი მონდომებით ცდილობს კვლავ წინ წაწევას. ამ მცდელობისას, გუნდში კუბიცას ყოფნა მეტად სასარგებლოა. რისი მაქნისია ფ1-ის პირველი რუსი პილოტი პეტროვი, ამას მალე გავიგებთ. თუმცა მისგან ქულებს ფრანგული გუნდი იშვიათად უნდა ელოდოს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ "რენოს" პირობითი დისკვალიფიკაცია აქვს.

ფორს ინდია

ადრიან სუტლი (გერმანია)

ვიტანტონიო ლიუცი (იტალია)

ინდური გუნდი შარშანდელი სეზონის აღმოჩენაა. ერთი პოული, სამი კვარცხლბეკი და ერთიც რბოლის უსწრაფესი წრე, "ფორს ინდიას" სოლიდურ პოტენციალზე მეტყველებს. თანაც, მის აქტივში "მერსედესის" ძრავია, გუნდს კი ტექნიკური თანამშრომლობა აქვს "მაკლარენთან". ლიუციმ და სუტილმა შარშან დაამტკიცეს, რომ სწრაფები არიან. ტესტებზე კი მანქანა კარგად გამოიყურებოდა. ასე რომ, ახალი სიურპრიზი არ გამოვრიცხოთ...

ტორო როსო

სებასტიან ბუემი (შვეიცარია)

ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი)

მიუხედავად იმისა, რომ შარშან იტალიური გუნდი "ნათესავი" "რედ ბულის" ტექნიკით ასპარეზობდა, მაინც ძალიან გაუჭირდა. ახლა "ტორო როსომ" თავად შექმნა მანქანა, რომელსაც ისევ "ფერარის" ძრავი აქვს. ბუემისა და ალგერსუარის

სახით, მას ორი ამბიციური პილოტი ჰყავს. ამასთან, მისი მანქანა ტესტებზე კარგად გამოიყურებოდა. იქნებ, სიურპრიზების მხრივ, ახლა სწორედ "ტორო როსოს" ჯერია?

ლოტუსი

იარნო ტრული (იტალია)

ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი)

ორი გამოცდილი პილოტი ახალბედა გუნდში, რომელსაც მხოლოდ სახელი აქვს ლეგენდარული კოლინ ჩემპმენის გუნდისა. ახლა ის მალაიზიელთა ხელშია და ფულიც არ მოაკლდება. მიზანი კი მოკრძალებულია - "ლოტუსს" ახალბედებს შორის საუკეთესოს სახელის მოხვეჭა სურს. არადა, ბარსელონას ტესტების დროს, "ლოტუსის" პილოტები ჰამილტონის აბსოლუტურად საუკეთესო დროს ხუთი წამით ჩამორჩებოდნენ. გუნდს ტექნიკურ დირექტორ მაიკ გასკოინის იმედიც უნდა ჰქონდეს, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება და ცოდნა აქვს.

ისპანია

კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი)

ბრუნო სენა (ბრაზილია)

ის ფაქტიც კი, რომ ესპანური გუნდი ბაჰრეინში გამოვა, მისთვის დიდი მიღწევაა, რადგან ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრეც კი, მისი ბედი ჯერაც გაურკვეველი იყო. ბრუნო სენამ კი განაცხადა, ჩვენ ტესტებს ბაჰრეინიდან ვიწყებთო. ასე რომ, გამოკვეთილი აუტსაიდერი ალბათ "ისპანია" იქნება. თუმცა, ვინ იცის, სეზონის მსვლელობისას ის როგორ განვითარდება...

BMW ზაუბერი

პედრო დე ლა როსა (ესპანეთი)

კამუი კობაიაში (იაპონია)

შვეიცარული გუნდის მანქანა ჯერ კიდევ მანამ შეიქმნა, სანამ "ბეემვე" ფ1-დან წასვლას გადაწყვეტდა. ესეც რომ არა, ტესტებზე ბოლიდი საკმაოდ კონკურენტუნარიანი ჩანდა. ასე რომ, სიურპრიზებს მისგანაც ნუ გამოვრიცხავთ. რაც შეეხებათ პილოტებს, დე ლა როსა ძალიან გამოცდილია, თუმცა ბოლო წლებში, რბოლებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა. კობაიაშის კი, თუ მანქანა ამის საშუალებას მისცემს, ბევრის გაოცება ხელეწიფება.

ვირჯინი

ტიმო გლოკი (გერმანია)

ლუკას დი გრასი (ბრაზილია)

ინგლისურ გუნდს დღევანდელ ფ1-ში ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვს. მისი მანქანა კი ყოველგვარი აეროდინამიკური ტესტების გარეშე, მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობით შეიქმნა. "ლოტუსივით", "ვირჯინიც" ტოპ გუნდებს ხუთი წამით ჩამორჩებოდა. ამასთან, ტესტების დროს ხშირად ზიანდებოდა ჰიდრავლიკა. მაგრამ მანქანის მთავარი შემოქმედი ნიკ უირტი აცხადებს, რომ ლამის ყოველი ეტაპისთვის, ის კონსტრუქციაში სიახლეებს შეიტანს. ასე რომ, "ვირჯინის" სწრაფი განვითარება ნუ გაგაკვირვებთ. თუმცა, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა მაინც მხოლოდ ახალბედებს შორის საუკეთესოს სახელის მოხვეჭა იქნება.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი