RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

ჰამილტონი მანქანით კმაყოფილია

ბარსელონას ტესტების შემდეგ, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ "მაკლარენის" ახალი ბოლიდი იმაზე გაცილებით უკეთესია, რომლითაც შარშანდელი სეზონის დასაწყისში უწევდა ასპარეზობა.

24 საათი 03.03.10

ბარსელონას ტესტების შემდეგ, მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ "მაკლარენის" ახალი ბოლიდი იმაზე გაცილებით უკეთესია, რომლითაც შარშანდელი სეზონის დასაწყისში უწევდა ასპარეზობა.

მართალია, ბარსელონას "კატალუნია მონტმელოზე" ვარჯიშის მეორე დღეს, 25 წლის ჰამილტონს (სურათზე) მერვე დრო (11 პილოტს შორის) ჰქონდა, მაგრამ ამას მის განწყობაზე არ უმოქმედია. ტესტების ოთხი დღის შემდეგ კი ის უსწრაფესი იყო და ბუნებრივია, ბრიტანელი დარწმუნებულია, რომ MP4-25 გაცილებით სჯობს მის წინამორბედს.

"ჩვენ ახლა გაცილებით უკეთესად მომზადებულები ვართ, ვიდრე შარშანდელი სეზონის წინ ვყავით. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს სრულიად სხვა მანქანას ვმართავ. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონს გაცილებით უკეთესად ჩავატარებთ. შარშან ამ დროს, ლიდერებს ბევრით ჩამოვრჩებოდით. რაც მთავარია, მანქანა ძალიან ძნელად სამართავი იყო. ახლა უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვართ, თუმცა მაინც ბევრი მუშაობა მოგვიწევს", - ამბობს ჰამილტონი.

ის დარწმუნებულია, რომ ბარსელონაში მისი ბევრი მეტოქე ცარიელი ავზებით ვარჯიშობდა და ამიტომ, ახლა ძნელია იმაზე ლაპარაკი, თუ რომელი გუნდი რამდენად კარგადაა ახალი სეზონისთვის მომზადებული. ამიტომ, ბევრ კითხვას პასუხი მხოლოდ ჩემპიონატის დაწყების შემდეგ გაეცემა.

"ჩვენ არ ვიცით, როგორ მუშაობენ სხვა გუნდები, რამდენად სავსეა მათი მანქანების ავზები, როდესაც ტრასაზე არიან. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში აშკარაა, რომ ზოგიერთი რეალურად სწრაფია. ამას "რედ ბულსა" და "ზაუბერზე" ვიტყოდი. "მერსედესი" და "ტორო როსოც" საკმაოდ სწრაფები არიან. ჩვენ კი ჯერ მხოლოდ წინასასეზონო პროგრამაზე ვართ ფოკუსირებულნი. თუმცა, მიმაჩნია, რომ სხვებზე სწრაფები არ ვართ", - დასძენს ჰამილტონი.

მეორე სატესტო დღის შემდეგ, ბრიტანელმა პილოტმა განაცხადა, რომ მისი მანქანით გაუჭირდება "მონტმელოს" ტრასის იმ დროში (1 წთ, 20.614 წმ) გავლა, რაშიც "უილიამსის" გერმანელმა ახალბედა ნიკო ჰულკენბერგმა გაიარა, თუმცა აღნიშნა, რომ ბაჰრეინისთვის, გუნდების უმეტესობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ მანქანებს გამოიყვანს:

"არ ვიცი, შევძლებთ წუთსა და 20.614 წამში ამ ტრასის გავლას, მაგრამ ერთ რამეში გარწმუნებთ - ჩემი მანქანის ავზებში გაცილებით მეტი საწვავი ესხა, ვიდრე სხვებისაში, უბრალოდ, ჩვენ განსხვავებული პროგრამით ვმუშაობთ. ვფიქრობ, ჩემპიონატის დაწყებამდე უკეთ გვეცოდინება, რამდენად კარგად ვართ მომზადებული. თუმცა, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბევრი მეტოქე ბაჰრეინში შეცვლილი მანქანით გამოვა და ჩვენც ასევე მოვიქცევით".

სხვათა შორის, ჰამილტონმა დარჩენილ ორ დღეში ბარსელონას ტესტებზე საუკეთესო შედეგი - 1:20.472 აჩვენა და ამით, თავისი სკეპტიციზმი თავადვე გაავათილა...

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი