RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

შუმახერი შეიძლება უფრო დიდი ხნითაც დარჩეს

მიხაელ შუმახერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ფორმულა 1-ში მას შემდეგაც გააგრძელოს გამოსვლა, როცა 2012 წელს, "მერსედესთან" გაფორმებული სამწლიანი კონტრაქტი ამოიწურება.მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი იმ დროისთვის 43 წლის იქნება, თუმცა თავად აღიარებს, გარანტია იმისა, რომ მაშინვე დაანებებს სპორტს თავს, არ არსებობს.

24 საათი 03.03.10

მიხაელ შუმახერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ფორმულა 1-ში მას შემდეგაც გააგრძელოს გამოსვლა, როცა 2012 წელს, "მერსედესთან" გაფორმებული სამწლიანი კონტრაქტი ამოიწურება.მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი იმ დროისთვის 43 წლის იქნება, თუმცა თავად აღიარებს, გარანტია იმისა, რომ მაშინვე დაანებებს სპორტს თავს, არ არსებობს.

"კარგი ისაა, რომ "მერსედესში" ჩემი სჯერათ. ისინი სამ წელს მაძლევენ წარმატების მისაღწევად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ გავჩერდები", - ამბობს შუმახერი და დასძენს, რომ ფ1-ში თავისი დაბრუნებით იმდენადაა აღტაცებული, რომ ადვილად წარმოუდგენია, რომ უფრო დიდი ხნითაც დარჩება.

"ახლა ყველაფერს ფრთხილად ვაფასებ. შესაძლოა, ეს აღტაცებული ადამიანის ფიქრებია და ვინ იცის, ეს ენთუზიაზმი როდემდე გამყვება. მაგრამ ამ სიტუაციაში, შემიძლია ვთქვა, რომ უფრო დიდხანსაც სიამოვნებით დავრჩები".

"მერსედეს GP-ს" შეფმა როს ბრაუნმა განაცხადა, რომ კარგად ესმის - ვეტერანი პილოტი დიდხანს სპორტში არ გაჩერდება და სწორედ ამიტომ აიყვანეს გუნდში ახალგაზრდა, ამბიციური პილოტი, გერმანელი ნიკო როსბერგი, რომელსაც უყურებენ, როგორც მომავალ ჩემპიონს.

"მიხაელი დაბრუნდა, მაგრამ ადრე თუ გვიან, დადგება დრო, როდესაც ისევ შეწყვეტს თავის კარიერას. და როცა ის წავა, ჩვენ ნიკო დაგვრჩება, რომელიც იმ დროისთვის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს", - ამბობს ბრაუნი.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი