RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
12 თებერვალი, კვირა 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

ჰორნერი: ფორმულა 1-მა შეიძლება კიდევ ერთი ავტომწარმოებელი დაკარგოს

"რედ ბულ რეისინგის" შეფი ქრისტიან ჰორნერი თვლის, რომ ფორმულა 1 კიდევ ერთ ავტომწარმოებელს დაკარგავს, თუ ჩემპიონატის ხელმძღვანელობა არ ეცდება ძრავების გაყინვის რეგლამენტის დაცვას, რაც იმას გულისხმობს, რომ 2012 წლამდე ძრავების სრულყოფა იკრძალება.

24 საათი 10.02.10

"რედ ბულ რეისინგის" შეფი ქრისტიან ჰორნერი თვლის, რომ ფორმულა 1 კიდევ ერთ ავტომწარმოებელს დაკარგავს, თუ ჩემპიონატის ხელმძღვანელობა არ ეცდება ძრავების გაყინვის რეგლამენტის დაცვას, რაც იმას გულისხმობს, რომ 2012 წლამდე ძრავების სრულყოფა იკრძალება.

ამ წესის მიუხედავად, გასული წლის დაწყებამდე, "მერსედეს ბენცმა" საკუთარი ძრავის სრულყოფა შეძლო, რისი წყალობითაც, გერმანული კომპანიის აგრეგატები, ჩემპიონატში მონაწილეთაგან ყველაზე მძლავრია და შესაბამისად, მისით მოსარგებლე გუნდები, დიდი უპირატესობით სარგებლობენ.

თუმცა, ისიც ფაქტია, რომ "რენოს" ძრავები, რომლებითაც "რედ ბული" სარგებლობს, სხვა კომპანიების აგრეგატებთან შედარებით, საწვავის ეკონომიური ხარჯვით გამოირჩევა. ეს კი, იმ პირობებში, როცა ახალი სეზონიდან, რბოლისას პილოტებს საწვავის შევსება ეკრძალებათ, სერიოზული უპირატესობაა - ამ ძრავებით მოასპარეზე მანქანები სტარტზე შედარებით ნაკლები საწვავით გასვლას შეძლებენ, რაც სიმძლავრის დეფიციტს ნაწილობრივ (თუ სულ არა) გააბათილებს.

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციას (FIA) ზოგიერთმა გუნდმა შესთავაზა, რომ შედარებით სუსტი ძრავების მწარმოებლებისთვის, აგრეგატების სრულყოფის საშუალება მიეცათ, რათა ისინი ლიდერებს დასწეოდნენ, მაგრამ FIA-მ რატომღაც მათ ძრავების დეფორსირება შესთავაზა, რასაც გუნდების დუმილი მოჰყვა.

ფორმულა 1-დან "ჰონდას", "ტოიოტას" და "ბეემვეს" წასვლის შემდეგ, დიდი პრიზების ცირკს ძრავების სულ ოთხი მწარმოებელი (ფერარი, მერსედესი, რენო და კოსუორტი) შემორჩა.

"საშინელება იქნება, თუ სეზონის ბოლოს, ძრავების კიდევ ერთ მწარმოებელს დავკარგავთ. ამის მიზეზი კი ის იქნება, რომ ყველას არ აქვს მოწინავეებთან კონკურენციის საშუალება. შასის რეგლამენტი იმდენად მკაცრია, რომ ძრავებს ჩვენს სპორტში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება", - მიაჩნია ჰორნერს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი