RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
13 თებერვალი, ორშაბათი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

"კარლსონი" საკუთარ ავტომობილებს გამოუშვებს

გერმანული კომპანია "კარლსონი" აქამდე სხვა კომპანიების მიერ გამოშვებული ავტომობილების ტიუნინგით იყო დაკავებული, თუმცა ცოტა ხნის წინ, მისმა ხელმძღვანელობამ გერმანიის ავტოტრანსპორტის ფედერალური სამსახურისგან, საკუთარი ავტომობილების წარმოების ლიცენზია აიღო და გამოაცხადა, რომ ჟენევის საავტომობილო შოუზე, პირველ საკუთარ კონცეპტუალურ მოდელს, "კარლსონ C25-ს" გვიჩვენებს.

24 საათი 03.02.10

გერმანული კომპანია "კარლსონი" აქამდე სხვა კომპანიების მიერ გამოშვებული ავტომობილების ტიუნინგით იყო დაკავებული, თუმცა ცოტა ხნის წინ, მისმა ხელმძღვანელობამ გერმანიის ავტოტრანსპორტის ფედერალური სამსახურისგან, საკუთარი ავტომობილების წარმოების ლიცენზია აიღო და გამოაცხადა, რომ ჟენევის საავტომობილო შოუზე, პირველ საკუთარ კონცეპტუალურ მოდელს, "კარლსონ C25-ს" გვიჩვენებს.

ეს ავტომობილი "მერსედეს-ბენცის" SL 600-ის ბაზაზე იქმნება და ის სუპერ გრან ტურიზმოს კლასს შეესაბამება. მისი V12 ორტურბოიანი ძრავი 753 ცხენის ძალას და 1 320 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, თუმცა მაქსიმალური მომენტი 1 150 ნიუტონმეტრითაა შეზღუდული. ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3.7 წამში შეძლებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 352 კმ/სთ-ს მიაღწევს.

კომპანიის მთავარი აღმასრულებელი მარკუს შუსტერი აცხადებს, რომ "კარლსონი" ავტომობილებს მხოლოდ შეკვეთებით დაამზადებს. ამასთან, წლევანდელი საწარმოო პროგრამა მთლიანად გაწერილია. ანუ, იმ ავტომობილებზე, რომელთა წარმოებაც წელს იგეგმება, შეკვეთები უკვე მიღებულია.

"მსოფლიოში საკმაოზე მეტი კომპანიაა, რომლებიც მყიდველს ისეთ ავტომობილებს სთავაზობენ, რომელთა გამოყენებაც, საერთო სარგებლობის გზებზეც შეიძლება და რბოლებშიც. თუმცა, კონკურენციის მიუხედავად, ასეთი ავტომობილების წარმოება ჩვენც გადავწყვიტეთ", - ამბობს შუსტერი. მისი თქმით, ავტომობილი უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვება და თავის მგზავრებს უმაღლესი დონის კომფორტითაც უზრუნველყოფს.

"კარლსონი" წლიურად მხოლოდ 25 ცალი C25-ის წარმოებას გეგმავს. მართალია, კომპანია თავისი სუპერ ავტომობილის ფასს არ აქვეყნებს, მაგრამ დასძენს, რომ წლიურად ერთსადაიმავე ქვეყანაში, ერთ ცალ C25-ზე მეტის გაყიდვას არ გეგმავს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. თვალსაზრისი >>

    aa
  5. ამბები >>

    aa
  6. ამბები >>

    aa
  7. ამბები >>

    aa
  8. ბიზნესი >>

    aa
  9. კალათბურთი >>

    aa
  10. კალათბურთი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. სპორტი >>

    aa
  13. წიგნები >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. ტექნოლოგიები >>

    aa
  16. საზოგადოება >>

    aa
  17. საზოგადოება >>

    aa
  18. რევიუ >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი